EMC მთავრობას განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
EMC განათლების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ყველა ზომა მიიღოს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიით შექმნილი კრიზისის გამო სტუდენტების ნაწილი სწავლის გადასახადის დაფარვას ვერ ახერხებს.
"ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია სტუდენტების მიერ ორგანიზებული პროცესის შესახებ რომლებიც სწავლის გადასახადის გადავადებას ან შემცირებას ითხოვენ. შეიქმნა სტუდენტების პეტიცია, საფასურის განახევრებისა და სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენის შესახებ. კიდევ ერთ პეტიციაში აღნიშნულია, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა პანდემიის პირობებში, რამდენადაც ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვეღარ ფარავენ სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებული არიან უარი თქვან განათლებაზე", — ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ პანდემიის გავლენა მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ და უთანასწორობის მაჩვენებელზე გრძელვადიანი იქნება და დიდი ალბათობით ის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივაზე აისახება.
"ამ დროისთვის არსებული კვლევები აჩვენებს რომ კორონავირუსის პანდემიას ექნება გრძელვადიანი გავლენა შრომის ბაზარზე, მოქალაქეების ეკონომიკურ და სოციალურ დაცულობაზე და უთანასწორობის მაჩვენებლებზე, რაც მაღალი ალბათობით უმაღლესი განათლების მისაწვდომობასა და კურსდამთავრებული სტუდენტების დასაქმების პერსპექტივებზე აისახება", — წერია განცხადებაში.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ ფონზე პრობლემურია ის , რომ სახელმწიფო გავლენას განათლების სისტემასა და სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფებზე სიღრმისეულად არ იკვლევს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, გამოკითხული სტუდენტების 13% სწავლას კორონავირუსის პანდემიის გამო დაგეგმილზე უფრო გვიან დაამთავრებს. ამასთან, EMC-ში აღნიშნავენ, რომ მართალია, უარყოფით ზეგავლენას სტუდენტების ყველა ჯგუფი დაექვემდებარა, თუმცა დაბალშემოსავლიანი სტუდენტებისთვის სწავლის გადადების მაჩვენებელი 55%-ით მეტია, ვიდრე დანარჩენი სტუდენტების შემთხვევაში.
EMC-ის განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია პანდემიისა და ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებულ სტრესსზეც, რაც, ორგანიზაციის თანახმად, დაბალშემოსავლიან სტუდენტებს ისედაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აყენებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე EMC საქართველოს მთავრობასა და განათლების სამინისტროს მოუწოდებს:
- შეისწავლოს სტუდენტების მიერ სტატუსის შეჩერების მიზეზები და უმაღლესი განათლების თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები იმ სტუდენტების სათანადო მხარდაჭერისათვის, რომლებიც ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ სწავლის გადასახადის დაფარვას
- სიღრმისეულად შეისწავლოს სტუდენტების საჭიროებები, შექმნილი კრიზისის ზეგავლენის ხასიათი და მასშტაბი სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფებზე და შეიმუშავოს გრძელვადიანი პოლიტიკა უმაღლესი განათლების სისტემაში პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესამცირებლად და თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე ჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვა4 აპლიკაცია, რომლებითაც ხალხმრავლობაში ინტერნეტის გარეშე კონტაქტს შევძლებთ 4 აპლიკაცია, რომლებითაც ხალხმრავლობაში ინტერნეტის გარეშე კონტაქტს შევძლებთ
-
გადახედვაჩვენი გალაქტიკის მასშტაბით ყველაზე მასიური ვარსკვლავური შავი ხვრელი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის მასშტაბით ყველაზე მასიური ვარსკვლავური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
-
გადახედვაროგორი იყო გიგანტური კენგურუ, რომელიც 40 000 წლის წინ ცხოვრობდა როგორი იყო გიგანტური კენგურუ, რომელიც 40 000 წლის წინ ცხოვრობდა
-
გადახედვაანტარქტიდა უდაბნოა — აი, რატომ ანტარქტიდა უდაბნოა — აი, რატომ
-
-
გადახედვაშორეული მკვდარი ვარსკვლავი მოულოდნელად გააქტიურდა შორეული მკვდარი ვარსკვლავი მოულოდნელად გააქტიურდა
-
გადახედვაისრაელმა ირანული რაკეტა დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე გაანადგურა — როგორ ისრაელმა ირანული რაკეტა დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე გაანადგურა — როგორ
-
გადახედვაშესაძლოა, ელექტროსიგარეტის მოხმარება გულის უკმარისობის რისკს ზრდიდეს შესაძლოა, ელექტროსიგარეტის მოხმარება გულის უკმარისობის რისკს ზრდიდეს
კომენტარები