პანდემიის კონკრეტულ საკითხებზე სამუშაოდ დაფუძნდა ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც 19 ექიმს აერთიანებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ასოციაცია შეიქმნა, რათ გაერთიანებული ძალებით გვერდში დაუდგეს ქართველ პაციენტებს, ექიმებს, ჯანდაცვის სექტორს და საქართველოს მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლაში.

"ასოციაციაციის უპირველესი და ყველაზე ახლო მიზანი არის პანდემიის მართვაში ინტელექტუალური და პროფესიული წვლილის შეტანა, ქმედებასა და შედეგზე დაფუძნებული სტრატეგიით, კონკრეტული გზამკვლევის, რეკომენდაციების შეთავაზებით, ხოლო გრძელვადიანი ფუნდამენტური მისია და ამოცანა — სამედიცინო განათლების უწყვეტობისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, მტკიცებითი მედიცინის განვითარება, დარგობრივი ასოციაციების ინსტიტუციური მხარდაჭერა, პაციენტთა და ექიმთა უფლებების ადვოკატირება, ინტერპერსონალური აკადემიური კომუნიკაციის გაძლიერებაა", — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ასოციაცია ფუნქციონირებს მმართველი საბჭოს პრინციპით და შედგება 19 თანასწორუფლებიანი წევრისგან, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ გაერთიანება მზად არის მიიღოს ყველა კოლეგა, რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს.

ქართველ ექიმთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრების სია კი ასე გამოიყურება:

1. ბექა ბახტაძე
2.რევაზ ბოჭორიშვილი
3.მაია ბუწაშვილი
4..სოფიო ბერიძე
5.ნანა გეგეჭკორი
6.ზურაბ გურული
7.ნინო ისაკაძე
8.გიორგი კავკასიძე.
9.ვახტანგ კალოიანი
10.გიორგი კამკამიძე
11.გიორგი კანდელაკი
12. ბიძინა კულუმბეკოვი
13.არჩილ მარშანია
14.მამუკა მაჩაიძე
15.დავით მრელაშვილი
16.თამარ ჟამურაშვილი
17. ანი ქავთარაძე
18. ვლადიმერ ჩაჩანიძე
19.გრიგოლ ხურციძე