ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, თავისუფალი საწოლების რაოდენობა მიუთითებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტები, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, არ ჰყავთ.

"დილის მდგომარეობით კლინიკაში იყო 5 672 პაციენტი, მათ შორის, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 350 და ინტენსიური თერაპია სჭირდება 1 257 პაციენტს. თავისუფალი საწოლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით იზრდება. ქვეყნის მასშტაბით 1 664 თავისუფალი საწოლია, რაც კარგი ნიშანია და მიუთითებს იმას, რომ მძიმე შემთხვევები, რომელსაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, არ გვაქვს", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.