ახალციხეში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 5 სართულიანი შენობის პირველ სართულზე, სარდაფში ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა.

როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, არის ორი დაშავებული პირი. მათივე ინფორმაციით შენობა ევაკუირებულია და გრძელდება სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს, ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.