როცა მე-17 სეზონი ტრადიციულად შემოდგომაზე არ დაბრუნდა ეკრანზე, 2020 წელი ჩემი ცოლის დაქალების გარეშე კიდევ უფრო რთული გახდა. ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის მე-16 სეზონის ფინალური სერია ეთერში 26 ივლისის საღამოს გავიდა და მას შემდეგ ერთგულ მაყურებელს აინტერესებს, რა მოხდა იმ პერსონაჟების ცხოვრებაში, რომელთა დიდი ნაწილიც 2011 წლიდან უყვარს.

თუმცა, საბოლოოდ უკვე ვიცით, როდის დაბრუნდება ჩცდ ეკრანებზე. სერიალის პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე On.ge-სთან ამბობს, რომ ქართული სატირულ-იუმორისტული ჟანრის ტელესერიალი მეგობრების ჯგუფზე 2021 წლის გაზაფხულიდან გამოჩნდება:

"სავარაუდოდ თებერვალში დავიწყებთ გადაღებებს, შევხედავთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა როგორი იქნება. სერიალს სამი გადამღები ჯგუფი იღებს და პრაქტიკულად შეუძლებელია ამ პირობებში".

"ვეცდებით, რომ ჩცდ მარტში უკვე ეთერში იყოს. რისკები არსებობდა და ადამიანების ჯანმრთელობა იყო ჩვენთვის პრიორიტეტი. ვამჯობინეთ, არჩევნების პერიოდს ჩაევლო, "ლოქდაუნი" გადაგვეგორებინა და ვაქცინის შექმნას დავლოდებოდით", — დასძენს საღინაძე.

სანამ ეკრანებზე ნინას, დათოს, ჩიკას, შაგუს, ბაქარას, ტასოს, ჯეკოს, მამუკას, ეგონას და სხვებს ვიხილავთ, შეგიძლიათ ფორმულა კრეატივის მეორე პროექტით დატკბეთ. 2020 წლის სერიალი თესეა ახალი სეზონით ტელეკომპანია ფორმულას ეთერში იანვრიდან ბრუნდება.