როგორც სოც.მედიაში ვნახე, კარგად იცავენ წესებს — ცქიტიშვილი მოლებზე
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სავაჭრო მოლებში, რომელიც დღეს გაიხსნა, პანდემიის გამო დადგენილ რეგულაციებს იცავენ.
"დილიდან პარლამენტში ვართ და არ მქონდა საშუალება, ინტენსიურად მენახა რა ხდებოდა სავაჭრო ცენტრებში. როგორც ზოგადად, სოც.მედიაში ვნახე, საკმაოდ კარგად ხდება, ჯერჯერობით, იმ წესების დაცვა, რომელიც იყო გათვალისწინებული. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ვხედავთ, არის აქტიური ინტერესი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რომ სავაჭრო ცენტრებში იშოპინგონ. მოვუწოდებთ ყველას, ძალიან მკაცრად გააგრძელონ წესების დაცვა და თუ არ აქვთ განსაკუთრებული საჭიროება ამ წინასაახალწლოდ გავიდნენ სავაჭრო ცენტრებში, სჯობს, შევიკავოთ თავი ხალხმრავლობაში ყოფნისგან", — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კორონავირუსული პანდემიის გამო, ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვები მოქმედებს.
24 დეკემბრიდან ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში. ასევე, შეზღუდვები რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით. არ გაიხსნება ბაზრობები და იმუშავებენ მხოლოდ აგრარული ბაზრობები.
ზემოთ ჩამოთვლილ დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების მუშაობაც, თუმცა დამატებითი რეგულაციების პირობებში. კერძოდ, სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. მაღაზიის ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება ერთი მომხმარებელი. შიდა და გარე სივრცეში რიგები უნდა გაკონტროლდეს. ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში, ან ონლაინგაყიდვების დროს. ამის მიზეზი კი, როგორც ცქიტიშვილმა თქვა, ისაა, რომ მაღაზიაში ბევრი ადამიანის კონცენტრაცია არ მოხდეს.
დამატებითი შეზღუდვები შეეხება ტანსაცმლის მაღაზიებსაც, სადაც გასახდელები აღარ იმუშავებს. გარდა ამისა, ცქიტიშვილი ამბობს, რომ მაღაზიებმა პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა უნდა დაუშვან ერთი თვის ვადაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით.
თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები