საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებისთანავე მიჰაუსი თავის უზარმაზარ, უსაფრთხო სივრცეში იღებს მომხმარებლებს. აქ უკვე ჩვეულ რეჟიმში, თქვენი თვალით, ხელის შეხებით შეგიძლიათ სასურველი პროდუქტის შერჩევა და შეძენა.

რა თქმა უნდა, ამიერ კავკასიაში უდიდეს სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ მიჰაუსში კვლავაც შეუფერხებლად ფუნქციონირებს ონლაინ მაღაზია, მაგრამ გარეთ შენაძენებზე გასვლას მონატრებული მომხმარებლებისთვის იდეალური პერიოდია მიჰაუსში სავაჭროდ.

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, რაც 24 დეკემბრიდან, გარკვეული წესების დაცვით, სავაჭრო მოლების გახსნას გულისხმობს, ჰიპერმარკეტი მიჰაუსი ხუთშაბათის, 24 დეკემბრის დილის 09:00 საათიდან გახსნილია და მომხმარებლებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება საღამოს 7 საათამდე.

პანდემიის პერიოდში (სწორედ პანდემიის მიმდინარეობის დროს გადადგეს მიჰაუსის მფლობელებმა გაბედული ნაბიჯი და 2020 წლის 17 ივლისს გახსნეს უზარმაზარი სავაჭრო ობიექტი) სადეზინფექციო სამუშაოები მიჰაუსში ინტენსიურად ტარდება, ამასთან, მოწმდება თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

თუმცა, პანდემიის პირობებში, ჰიპერმარკეტის მომხმარებლების ნაკადები დარეგულირებას დაექვემდებარება, ვინაიდან, დადგენილი ნორმებით, 20 კვ/მ ფართობზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება. თუმცა, ამ მხრივ, მიჰაუსი შიდა ფართობის სიდიდე (12 000 კვ/მ – ერთდროულად 600 მომხმარებლის მიღებაა შესაძლებელი) საშუალებას იძლევა, თითქმის შეფერხების გარეშე მიიღოს მომხმარებლები.

მიჰაუსის შესახებ

მიჰაუსი ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია და ის 12 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა გაშლილი.

მიჰაუსში სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული 60 000–მდე დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი.

ჰიპერმარკეტში იდეალურად მუშაობს პროდუქციის ონლაინ შერჩევისა და შეძენის სისტემა, სადაც მომხმარებლები Live რეჟიმში, ონლაინ ესაუბრებიან კონსულტანტს და არჩევენ სასურველ პროდუქტს. შერჩევის შემდეგ მომხმარებელი შეკვეთას საიტზე განათავსებს, ხოლო შენაძენს კურიერი მითითებულ მისამართზე მიაწვდის.

ცნობისთვის, მიჰაუსმა, გახსნის დღიდანვე ადვილად აუღო ალღო ონლაინ ვაჭრობას და თავისი მომხმარებელი საჭირო პროდუქციის გარეშე არ დაუტოვებია.