მოკალათდით და იკითხეთ წიგნები შვილებთან ერთად — 10 საინტერესო რჩევა მშობლებს
ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია. ოჯახის წევრებთან ერთად გატარებულმა დრომ და საინტერესო თუ სახალისო აქტივობებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პანდემიის პირობებში შინ გამოკეტილი ბავშვებისთვის.
კარგი საბავშვო ლიტერატურა შეუცვლელი მეგზურია მაშინაც, როცა დროს ერთად ატარებთ. კვლევებსა და ანგარიშებსაც რომ არ გაეცნოთ იმ ბავშვების შესახებ, რომლებსაც მშობლები რეგულარულად უკითხავენ, ალბათ, ისედაც იცით, როგორი ჯადოსნური ძალა აქვს ერთად კითხვას — როგორ გაახლოვებთ და რამდენ საინტერესო მოგონებას ქმნის.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც შვილებთან ერთად კითხვის დროს
გამოგადგებათ:
1. ერთად წაიკითხეთ ანოტაციები
სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო სერიებია:
ერთად წაიკითხეთ ანოტაციები. წიგნის შერჩევაში პირველი გვერდების გადახედვაც დაგეხმარებათ.
2. სთხოვეთ შვილს, წაგიკითხოთ წიგნი
უსმინეთ ყურადღებით, დროდადრო შეაჩერეთ და ჰკითხეთ, მისი აზრით, რა მოხდება შემდეგ. ძალიან საინტერესო ვერსიებს მოისმენთ.
ამისთვის, მაგალითად, ჟაკლინ უილსონის "ტრეისი ბიკერი" გამოგადგებათ.
3. იკითხეთ მონაცვლეობით
როცა თქვენ წაიკითხავთ, სთხოვეთ, განასახიეროს, რას განიცდის ესა თუ ის პერსონაჟი. როცა ის წაიკითხავს, თქვენ შეგიძლიათ გამოავლინოთ სამსახიობო ოსტატობა.
4. ხმამაღლა წაიკითხეთ ავტორისა და ილუსტრატორის სახელები
ხმამაღლა წაიკითხეთ და დარწმუნდით, რომ თქვენმა შვილმა იცის, რა როლს ასრულებენ ისინი წიგნის შექმნისას.
ამ მიზნისთვის მშვენიერი სადემონსტრაციო წიგნია დეივ პილკის საბავშვო კომიქსი.
5. დახატეთ მოგზაურობის რუკა
თუ პერსონაჟები მოგზაურობენ, დახატეთ მოგზაურობის რუკა და შეადგინეთ თან წასაღები საჭირო ნივთების სია.
ამ საქმეში ფილიპ არდას ეს წიგნი დაგეხმარებათ.
6. ამბავი ბავშვს დაასრულებინეთ
წიგნის ხელახლა წაკითხვის დროს ზოგან შეჩერდით და ამბავი ბავშვს დაასრულებინეთ — უყვართ, როცა იციან, როგორ გრძელდება წიგნი და სხვებს უყვებიან.
7. მიეცით ნება ბავშვებს, დახატონ პერსონაჟები
ნაწარმოებს ბევრი ილუსტრაციაც რომ ჰქონდეს, ბავშვები ალბათ პერსონაჟებსა და მათ საარსებო გარემოს თავისებურად წარმოიდგენენ და კარგი იქნებოდა, თუ დახატავდნენ კიდეც. შეგიძლიათ მათი ილუსტრაციები შემდეგ წიგნად აკინძოთ.
8. შეადგინეთ სიმღერების სია
ერთად შეადგინეთ იმ სიმღერების სია, რომლებსაც, მისი აზრით, სიამოვნებით მოუსმენდა ესა თუ ის პერსონაჟი.
მაგალითად, საინტერესოა, რას შეიძლება უსმენდნენ მელორი ტაუერსის მოსწავლეები ცალ-ცალკე ან ერთად.
9. სთხოვეთ, განასახიეროს პერსონაჟები
სთხოვეთ, განასახიეროს რომელიმე პერსონაჟი, რომელსაც თქვენს საავტორო გადაცემაში სტუმრად მოიწვევთ და კითხვებს დაუსვამთ.
10. ჩაერთეთ წიგნიერების წამახლისებელ კონკურსებში
მათი ნახვა შეიძლება ფეისბუქ გვერდზე — ყველაზე წიგნიერი. აქ აღმოაჩენთ საინტერესო კონკურსებს სხვადასხვა ასაკის სკოლის მოსწავლეებისთვის.
იმედია, ჩვენი რჩევები არა მხოლოდ შინგამოკეტილობის პერიოდში, არამედ ნებისმიერ დროს დაგეხმარებათ, მოკალათდეთ შვილებთან ერთად და იკითხოთ წიგნები.
აგრეთვე იხილეთ:
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
კომენტარები