შოტლანდიის პატარა ქალაქში არსებული საახალწლო ტრადიცია 2020 წელს შენ გულს გაათბობს. ნიუბურგის მორთვაში ბავშვები ერთვებიან და ქალაქის დეკორაციებში სწორედ პატარების ოცნებები და ფიქრები იგრძნობა.

უკვე 19 წელია, რაც ქალაქი სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს. მასში მონაწილე პატარები საკუთარ ნახატებს ქმნიან და ორგანიზატორებს უგზავნიან. შერჩეულ ნახატებს კომპანია Blachere Illumination განათებებად აქცევს და შემდეგ ამ დიდებული ნამუშევრებით მთელი ქალაქი ირთვება.

ნიუბურგის მოსახლეობა 2000-ს სულ მცირედით აჭარბებს. განათებების ჩართვის პრივილეგია კონკურსში გამარჯვებულ პატარა მონაწილეს ენიჭება და სადღესასწაულო პროცესში მთელი ქალაქი ერთვება. გამარჯვებული ნახატი ასევე ქალაქის საშობაო ბარათზე ხვდება.

ესეც 2020 წლის რჩეული განათებები, რომელთა უკანაც ბავშვები დგანან:

ინდაური

ფოტო: Poppy McKenzie Smith

გოგონა და ბეკეკა

ფოტო: Newburgh Action Group

ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო

ფოტო: Newburgh Action Group

ფოტო: Newburgh Action Group

უდარდელა

ფოტო: Newburgh Action Group

ირმები

ფოტო: Poppy McKenzie Smith

ფოტო: Poppy McKenzie Smith

მხიარული პინგვინები

ფოტო: Newburgh Action Group

ფოტო: Newburgh Action Group

ფოტო: Newburgh Action Group

ანგელოზი

ფოტო: Poppy McKenzie Smith

დათუნია

ფოტო: Newburgh Action Group

საახალწლო შაქარლამები

ფოტო: Newburgh Action Group