ისტორიის წერა გრძელდება — ევროპაბეთმა დინამო ბათუმთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
- ევროპაბეთმა და ბათუმის დინამომ ახალი კონტრაქტი გააფორმეს;
- კომპანია აჭარულ კლუბში სოლიდურ ინვესტიციას განახორციელებს;
- popsport.com კვლავ დინამოს მედია-პარტნიორი იქნება;
- ყველაფერი პროექტის პასუხისმგებლიანი თამაში შესახებ — responsible.ge
წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. კომპანია ევროპაბეთმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონ დინამო ბათუმთან ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ პერიოდში აჭარულ კლუბში მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. ამასთან, ბათუმის დინამოს მთავარი მედია-პარტნიორი კვლავ პოპსპორტი იქნება.
ევროპაბეთსა და დინამო ბათუმს შორის თანამშრომლობა წელიწადნახევრის წინ დაიწყო და განვლილ პერიოდს ორივე მხარე დადებითად აფასებს. ამ პერიოდში, ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებული ბათუმური კლუბი ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა. მორიგი ვიცე-ჩემპიონობისა და უეფას ახალი ევროტურნირის, კონფერენსლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ, დინამო ბათუმს ევროპაბეთის სახით კვლავ სოლიდური პარტნიორი ეყოლება.
ევროპაბეთში დინამო ბათუმთან ურთიერთობით ამაყობენ და აცხადებენ, რომ თანამშრომლობის გაგრძელება გარდაუვალი იყო. 2019 წლის აგვისტოში არჩევანის ბათუმური კლუბის სასარგებლოდ გაკეთებისას გადამწყვეტი ის ემოცია და სიხარული იყო, რომელიც დინამოს საშინაო მატჩებზე ყოველთვის განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული. კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს ამ ფენომენზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ 2021 წელს და მომდევნო სეზონს ბათუმში ყველა დიდი იმედებით ელოდება — შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბათუმის ახალ, გრანდიოზულ არენაზე დინამოს გულშემატკივრების ემოცია კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით დაბრუნდება. ევროპაბეთის მიზანიც სწორედ ეს არის — ფეხბურთით სიამოვნებისა და სიხარულის გამოხატვის ეს ფენომენი უფრო მასშტაბური გახდეს.
ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი)
"ძალიან მაგარი 2 სეზონი გავატარეთ ერთად და ერთ მიზეზსაც ვერ ვხედავ, თუ რატომ არ უნდა გაგრძელდეს ეს ურთიერთობა. დინამო ბათუმი თავის ახალ ისტორიას წერს და ამაყი ვარ, რომ ამ პროცესის მონაწილეები ვართ. ბოლო ორ სეზონში საქართველოს ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა, თუმცა ეს არ არის მთავარ. დინამო ერთ-ერთი უძველესი ქართული კლუბია, დიდი ისტორიით და ლოიალური გულშემატკივრით — ამ ფაქტორების, ასევე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების და კლუბში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მგონია, რომ ამ საფეხბურთო ორგანიზაციას საქართველოს ჩემპიონატის მოგებაზე გაცილებით მასშტაბური ამბიციები შეუძლია ჰქონდეს. ევროპაბეთი ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანიაა. ჩვენი გუნდის მთავარ პრინციპებს თანასწორობა და მიზნისკენ სწრაფვა განსაზღვრავს, პარტნიორებსაც ყოველთვის ამ ნიშნით ვარჩევთ. ღირებულებების თანხვედრის გარდა, ბათუმში გულშემატკივარმა მიგვიყვანა. ისინი სტადიონზე ყოველ თამაშზე განსაკუთრებულ ატმოსფეროს და ემოციას ქმნიან. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი რეალობისთვის უნიკალურია — გვინდა, ამას ხელი შევუწყოთ და განვავითაროთ. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ისევ შევძლებთ, ერთად ვიზეიმოთ ბევრი გამარჯვება უკვე ახალ არენაზე და ერთად გავაგრძელებთ ბათუმის დინამოს ისტორიის წერას".
ლადო დვალიშვილი (დინამო ბათუმის სპორტული დირექტორი)
"ჩვენი კლუბის, ევროპაბეთისა და პოპსპორტის თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილი ვარ — ეს კარგი საქმის ერთად კეთების მაგალითი იყო და მიხარია, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება. კლუბს უკვე აქვს უმაღლესი კლასის საშინაო არენა, ფუნქციონირება დაიწყო დინამო ბათუმის აკადემიამ, რეკონსტრუქცია უტარდება ანგისას ბაზას — მიზნებიც და სტანდარტებიც მაღალი გვაქვს. დინამოს განვითარების გზაზე ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია ისეთი ძლიერი და საიმედო პარტნიორის ყოლა, როგორიც ევროპაბეთია".
ევროპაბეთს ქართულ სპორტში ინვესტირების დიდი გამოცდილება აქვს. 2017 წელს კომპანია ევრობასკეტზე, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების სპონსორი იყო.
საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს შეიქმნა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, კლუბმა ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი 1997-98 წლებში ჩაატარა — მოიგო საქართველოს თასი, სუპერთასი და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა. 2019 და 2020 წლებში გია გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა, ასევე, ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა. 2021 წლის ზაფხულიდან დინამო ბათუმი ახალ ევროტურნირზე, უეფას კონფერენსლიგაზე იასპარეზებს. საქართველოს ჩემპიონატში კი კლუბის მიზანი პირველობა იქნება.
წყარო: popsport.com
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები