პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე კახა კახიშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას წინადადებით მიმართა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ქუჩის მწვრთნელების პროგრამას აამოქმედებდნენ.

"მინდა, გთხოვოთ, იქნებ, რამე გეგმა გვქონდეს ქუჩის სპორტის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ მერია ბევრ სკვერსა და სტადიონს აშენებს თბილისის უბნებში, მაგრამ ამავდროულად, ცუდი არ იქნება, თუ რაღაცნაირად ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება. არ არსებობს, სადაც არის სკვერი და სტადიონი, იმ კორპუსში მწვრთნელი არ ცხოვრობდეს. რაღაც სიმბოლური თანხით თავის ბავშვებს ამეცადინებდეს საღამოობით და ეს იქნება კარგი და უფრო მეტ ტალანტს აღმოვაჩენთ, მე ვფიქრობ", — განაცხადა კახა კახიშვილმა.

დღეს საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც უნდა დამტკიცდეს მომავალი მინისტრთა კაბინეტი.