ქართული ოცნების დეპუტატმა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, მთავრობას აბაშიძე-კარასინის ფორმატის სარგებლის თაობაზე ჰკითხა.

"ჩემს ხელმარცხნივ დარბაზში ოპოზიცია რომ იჯდეს, აუცილებლად დაგისვამდათ ამ კითხვას, ამიტომ მე წავეშველები, სანამ ისინი არ არიან დარბაზში და გკითხავთ: აბაშიძე-კარასინის ფორმატზე მინდა გკითხოთ. რა სარგებელი მოაქვს ამ ფორმატს და ხომ არ ამოწურა ამ ფორმატმა თავისი თავი", — განაცხადა სამხარაძემ.

აბაშიძე-კარასინის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2012 წელს შეიქმნა.

რატომ არის აბაშიძე-კარასინის ფორმატის არსებობის საჭიროება ბუნდოვანი