კინოსამყაროსთვის 2020 წელი განსაკუთრებით წარუმატებელი გამოდგა: დაიხურა კინოთეატრები, გადაიდო კინოპრემიერების დიდი ნაწილი და ა.შ.

ამის მიუხედავად, როგორც ამ ინდუსტრიის მესვეურებს, ისე სინეფილებს დიდი იმედი აქვთ, რომ მომავალი წელი უკეთესი აღმოჩნდება და 2021-ში მაინც ყველაფერი ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდება.

ამ სტატიაში სწორედ მსგავსი განწყობით იმ ფილმების სიას გთავაზობთ, რომელთა ხილვასაც განსაკუთრებულად ველით და თანაც საუკეთესო შემთხვევაში — დიდ ეკრანზე.

21. Morbius / მორბიუსი

ფოტო: Sony

ჯოკერის ნაკლებად წარმატებული როლის შემდეგ მომღერალი და მსახიობი ჯარედ ლეტო ხელახლა აპირებს დაგვიმტკიცოს, რომ კომიქსის ანტიგმირის განსახიერება კარგად გამოსდის.

ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

პრემიერის თარიღი: 19 მარტი

20. No Time to Die / სიკვდილის დრო არ არის

ფოტო: Nicola Dove

მაყურებლების ნაწილს ის კითხვა აწუხებს, თუ რით ვერ დასრულდა ბონდიანა, მეორე ნაწილი კი მოუთმენლად ელის ჯეიმს ბონდის ფილმების სერიის ახალ ფილმს.

ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

პრემიერის თარიღი: 2 აპრილი

19. Black Widow / შავი ქვრივი

ფოტო: Marvel

სკარლეტ იოჰანსონის გმირს, როგორც იქნა, მარველმა საკმარისი ყურადღება დაუთმო.

ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

პრემიერის თარიღი: 7 მაისი

18. Fantastic Beasts 3 / ჯადოსნური ცხოველები 3

ფოტო: Warner Bros.

მართალია, წინა ნაწილი არც ისეთი შთამბეჭდავი გამოდგა და თანაც გრინდელვალდის როლზე ჯონი დეპს მადს მიკელსენი ჩაანაცვლებს, მაგრამ ჰარი პოტერის სამყაროს ერთგული გულშემატკივრები მაინც მოუთმენლად ელიან ახალ ფილმს.

პრემიერის თარიღი: 15 ივლისი

17. The Woman in the Window / ქალი ფანჯარაში

ფოტო: 20th Century Fox

დამაინტრიგებელ სიუჟეტთან ერთად ამ ფილმის გამოსვლის ლოდინისთვის ისიც კმარა, რომ მასში ისეთი ვარსკვლავები თამაშობენ, როგორებიც ემი ადამსი, გარი ოლდმანი, ენტონი მაკი და ჯულიანა მური არიან.

ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია

16. The Suicide Squad / თვითმკვლელთა რაზმი

ფოტო: Warner Bros.

მას შემდეგ, რაც 2016 ამავე სახელწოდებით უკვე ვიხილეთ ფილმი და ის როგორც კრიტიკოსებმა, ისე ფანების დიდმა ნაწილმა დაიწუნა, DC-მ გადაწყვიტა, რომ მსაგვსი სახელწოდებით ახალი ფილმი გადაეღო.

პრემიერის თარიღი: 6 აგვისტო

15. Malcolm & Marie / მალკოლმი და მერი

ფოტო: DOMINIC MILLER/NETFLIX

გახმაურებული სერიალის ეიფორია რეჟისორმა ამავე შოუს მსახიობი ზენდეია და კრისტოფერ ნოლანის ტენეტის ვარსკვლავი ჯონ დევიდ ვაშინგტონი კარანტინში საიდუმლოდ გადაიღო ახალ ფილმში.

პრემიერის თარიღი: 5 თებერვალი

14. The Conjuring: The Devil Made Me Do It / წყევლა: ეშმაკმა მაიძულა ამის გაკეთება

ფოტო: Michael Tackett

მომავალ წელს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საშინელებათა ჟანრის ფილმების სერიის ახალ ნაწილს ვიხილავთ.

პრემიერის თარიღი: 4 ივნისი

13. Pieces of a Woman / ქალის ნაწილები

ფოტო: Netflix

შაია ლაბაფი და ვანესა კირბი ნეტფლიქსის ახალ საინტერესო დრამაში მონაწილეობენ, რომელსაც, იმედი ვიქონიოთ, რომ შაია ლაბაფის სკანდალი არ იმსხვერპლებს: მსახიობს მომღერალმა FKA Twigs ფიზიკური და ემოციური ძალადობის ბრალდებით უჩივლა.

ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

პრემიერის თარიღი: 7 იანვარი

12. Cruella / კრუელა

ფოტო: Disney

დისნეიმ თავისი ერთი-ერთი ყველაზე საკულტო პერსონაჟის შესახებ დამოუკიდებელი ფილმი გადაიღო და თანაც მთავარ როლში ემა სტოუნია!

პრემიერის თარიღი: 28 მაისი

11. A Quiet Place Part II / მშვიდი ადგილი 2

ფოტო: JONNY COURNOYER / PARAMOUNT PICTURES

მას შემდეგ, რაც ჯონ კრასინსკიმ 2018 წელს სუნთქვის შემკვრელი საშინელებათა ჟანრის ფილმი შემოგვთავაზა, მოუთმენლად ველოდებით მის გაგრძელებას.

ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

პრემიერის თარიღი: 23 აპრილი

10. West Side Story / ვესტსაიდური ამბავი

ფოტო: NIKO TAVERNISE / TWENTIETH CENTURY STUDIOS

სტივენ სპილბერგი ლეგენდარული მიუზიკლის თანამედროვე ვერსიას შემოგვთავაზებს.

პირველი კადრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

პრემიერის თარიღი: 10 დეკემბერი

9. Raya and the Last Dragon / რაია და უკანასკნელი დრაკონი

ფოტო: Disney

სულ მალე დისნეის ახალ მებრძოლ პრინცესას გავიცნობთ, რომელიც სრულიად განსხვავებულ და მრავალფეროვან სანახაობას გვპირდება.

ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

პრემიერის თარიღი: 5 მარტი

8. Killers of the Flower Moon / მთვარის ყვავილის მკვლელები

ფოტო: Gregory Pace / Shutterstock

მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში რობერტ დე ნიროსა და ლეონარდო დიკაპრიოს ვიხილავთ, რაც უკვე საკმარისი მიზეზია, რომ ამ სურათის ხილვას დაველოდოთ.

პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო უცნობია

7. Babylon / ბაბილონი

La La Land-ის რეჟისორი, დემიენ შაზელი ახალ ფილმზე მუშაობს, რომელშიც მთავარ როლებს ბრედ პიტი და მარგო რობი შეასრულებენ.

პრემიერის თარიღი: 25 დეკემბერი

6. Pinocchio / პინოქიო

ფოტო: MANDRAKETHEBLACK.DE/NETFLIX

ოსკაროსანი რეჟისორი გილერმო დელ ტორო ანიმაციურ ფილმს შემოგვთავაზებს, რომლის პერსონაჟებს ისეთი ცნობილი სახეები გაახმოვანებენ, როგორებიც ქეით ბლანშეტი, ტილდა სუინტონი და იუენ მაკრეგორი არიან.

პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო უცნობია

5. The Matrix 4 / მატრიცა 4

ფოტო: Warner Bros.

ლანა ვაჩოვსკი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საკულტო ფილმების სერიის ახალ ნაწილს იღებს და მასში კვლავ ვიხილავთ კიანუ რივზსა და კერი ენ მოსს.

პრემიერის თარიღი: 22 დეკემბერი

4. დასაწყისი

ფოტო: Wild Bunch International

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოთხ მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის ოქროს ნიჟარა გადაეცა, როგორც წლის საუკეთესო ფილმს.

პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო უცნობია

3. The French Dispatch / ფრანგული დეპეშა

ფოტო: Searchlight

უეს ანდერსონის ეს ახალი ფილმი 2020 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა სხვა ბევრი პროექტის მსგავსად მისი პრემიერაც პანდემიის გამო გადაიდო.

ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო უცნობია

2. Nomadland / მოხეტიალეთა ქვეყანა

ფოტო: Searchlight Pictures

ჩინელი რეჟისორი ქალის, ქლოი ჩჟაოს ამ ფილმმა უკვე დაიმსახურა კრიტიკოსების აღიარება: გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა გამოქვეყნებულ სიაში 2020 წლის საუკეთესო ფილმების ლიდერებს შორისაა, ვენეციის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო გადაეცა.

ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

პრემიერის თარიღი: 19 თებერვალი

1. Dune / დიუნი

ფოტო: CHIABELLA JAMES

დენი ვილნევმა საკულტო ნაწარმოების თანამედროვე ეკრანიზაცია ვარსკვლავური შემადგენლობით გადაიღო და მის პრემიერას განსაკუთრებული გაფაციცებით სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულები ჯერ კიდევ წელს ელოდნენ, თუმცა ეს ლოდინი კიდევ რამდენიმე თვით გახანგრძლივდა.

ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

პრემიერის თარიღი: 1-ლი ოქტომბერი