როგორ გავყავი და მოვითხოვე თანხა მობილბანკის ახალი ფუნქციონალით
რამდენჯერ აღმოჩენილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა მეგობრებთან ან თანამშრომლებთან ერთად ლანჩის ანგარიში მთლიანად თქვენ გადაგიხდიათ და ჩარიცხვებს ამაოდ დალოდებიხართ? და ერთობლივი საჩუქრის პირადად ყიდვა და მერე სათითაოდ ყველასთვის თავის წილისა და ანგარიშის ნომრის მიწერა? თანხის გაყოფის ფუნქციონალით შეგიძლიათ ამ თავისტკივილს სამუდამოდ დაემშვიდობოთ.
ყველაფერი ისე დაიწყო, როგორც, ალბათ, მობილბანკის ყველა მომხმარებელთან. აპლიკაციაში შესულს შეტყობინება დამხვდა, რომელიც ახალ შესაძლებლობას მაცნობდა. გარდა იმისა, რომ ცნობისმოყვარეობამ მძლია, იმ მომენტისთვის თანხის გაყოფა უკვე მჭირდებოდა და სიმართლე რომ ითქვას, პატარა უხერხულობის წინაშეც ვიდექი.
დედისთვის საახალწლო საჩუქარი და-ძმასთან ერთად შევარჩიე. თუმცა, თანხა მარტომ გადავიხადე და უკვე მეკითხებოდნენ, რამდენი უნდა ჩაერიცხათ. თანხა ზუსტად რომ გამეყო, თითოეულს 83 ლარი უნდა გადაგვეხადა, თუმცა, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დამრგვალებულ თანხას ვიღებ ხოლმე ანგარიშზე, რაც ყოველ ჯერზე დისკომფორტს მიქმნის. გარდა ამისა, გადარიცხვებით ხშირად სარგებლობის მიუხედავად, ოჯახის წევრებისთვის თუ მეგობრებისთვის მაინც ყოველ ჯერზე თავიდან მიწევს ანგარიშის ან პირადი ნომრის გაგზავნა. არაერთხელ ამიხსნია, რომ მობილბანკის კონტაქტებში ვიქნები და არაა საჭირო ჩემი რეკვიზიტების ხელით ჩაწერა, მაგრამ მაინც ასე ხდება ხოლმე. ახლა კი ძალიან მარტივად შემეძლო პრობლემის გადაჭრა — თანხას, დამრგვალების გარეშე, ზუსტად გავიყოფდი და-ძმასთან და აღარც დამატებით რეკვიზიტებს მომთხოვდნენ.
რადგან თანხა უკვე გადახდილი მქონდა, დასაწყისისთვის, გადახდებში შევედი და მოვძებნე შესაბამისი ოპერაცია. მასზე დაკლიკვის შემდეგ კი მობილბანკმა თანხის გაყოფა შემომთავაზა. და-ძმა კონტაქტებში მყავს, მათი მონიშვნის შემდეგ კი მობილბანკმა სწრაფადვე გაყო თანხა 3 ადამიანზე. თითოეულს 83 ლარისა და რაღაც თეთრების გადახდა მოგვიწევდა. შესაბამისად, ზუსტად იმდენი ჩამერიცხებოდა, რამდენიც საჭიროა. არც 85 და არც 80.
და-ძმამ მაშინვე მიიღო ჩემი თანხის გაყოფის მოთხოვნა და მობილბანკიდან უკვე გადმომირიცხეს შესაბამისი თანხა.
ამ საქმის მოგვარების შემდეგ აზარტში შევედი და გადავწყვიტე, ამჯერად ჩემი ყოველთვიური საზრუნავი მომეშორებინა. Netflix-ის დიდ პაკეტს ხუთი მეგობარი ვიყოფთ და ყველას ცალ-ცალკე სჭირდება იმის შეხსენება, რომ გადახდის დრო მოახლოვდა. მუდმივად ამაზე მიწერის წარმოდგენა გულს მიწვრილებს. ამჯერად Netflix-ის გადახდის მოახლოებისთანავე, მეგობრებს წინასწარ გავუგზავნე თანხის მოთხოვნა. აღსანიშნავია, რომ ორი მათგანი მობილბანკს არ მოიხმარს, მაგრამ SMS შეტყობინების სახით მიიღეს ჩემი მოთხოვნა.
ერთ-ერთ მეგობარს მობილბანკში ასეთი შეტყობინება დახვდა. როგორც ვხვდები, ეს "ვალი" იქამდე შეახსენებს თავს, სანამ მოთხოვნილ თანხას არ ჩამირიცხავს. მე რომ ამ სიხშირით მიმეწერა, ალბათ, ჩვენს მეგობრობას ჩრდილი მიადგებოდა, მაგრამ ახლა მე აღარაფერ შუაში ვარ და "შეწუხებაც" მობილბანკს დაბრალდება.
და კიდევ, თურმე სტატუსის ნახვაც შემიძლია, თუ ვინ ჩამირიცხა თანხა და ვინ — არა. ეს იმის განცდას მიტოვებს, რომ ყველაფრის საქმის კურსში ვარ და არაფერი გამომრჩება. ყოველ შემთხვევაში, არ მომიწევს ოპერაციებში იმის მუდმივად შემოწმება, ვინ ჩამირიცხა თანხა და ვინ საჭიროებს "დამატებით შეხსენებას".
ახალი ფუნქციონალის დატესტვა სასიამოვნო გამოცდილება გამოდგა. ნამდვილად დამიზოგა დრო და უხერხულობებიც ამარიდა თავიდან. გარდა ამისა, გამიმარტივა ფინანსების მართვა, რაც მსგავსი ციფრული პროდუქტების მთავარი მისიაა. საერთო ჯამში, სასიამოვნოა, რომ ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე უსიამოვნო საქმეს, რომელიც თანხის ჩარიცხვის შეხსენებას მოიცავს, ამიერიდან, ჩემ ნაცვლად მობილბანკი მიხედავს.
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
-
-
გადახედვაჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე ჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე
კომენტარები