ევროპული საქართველოს ლიდერი ელენე ხოშტარია წერს, რომ მოქალაქეებს დენისა და გაზის გადასახადზე შემმოწმებელი გვიან მიდის, რათა შეღავათი არ დაუფიქსირდეს.

"უნამუსო მაქინაცია ქართული ოცნების მხრიდან. ეხლა ვიყავი კარდაკარზე ჯიქიას 8ში და მოსახლეობამ მომიყვა. მოკლედ, რადგან შეღავათებია დაწესებული 200 (m3) გაზზე, შემმოწმებელი მოდის რამდენიმე დღით გვიან და არა ზუსტად ერთ თვეში და ოდნავ მეტიც რომ ეწერება, ცხადია, შეღავათი აღარ ეკუთვნით. ამ ფოტოში 2 დღით გადაცდა ერთ თვეს და შესაბამისად 8 (m3) ით მეტია, ამიტომ ამოვარდენ შეღავათიდან. მეორე ოჯახს 40 თეთრით გადაუცდა დენზე ისიც დაგვიანებული შემოწმების გამო და ასევე ამოვარდა", — წერს ელენე ხოშტარია.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრისა და 2021 წლის იანვარ-თებერვლის კომუნალურ გადასახადებს იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებს, რომლებიც თითოეულ თვეში 200 კუბურ მეტრ ან ამაზე ნაკლებს მოიხმარს შეღავათებით ისარგებლებენ.