საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის სექტორს 30 ცალი სასუნთქი აპარატი გადასცა. ზურაბიშვილის თქმით, სასუნთქი აპარატების გადაცემა ჯანდაცვის სამინისტროსთვის მათი დანაზოგიდან მოხდა.

"ეს ძალიან სიმბოლური ჟესტია ჩვენი ადმინისტრაციისგან. ეს არის იმისთვის, რომ ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ ამ თვეების განმავლობაში სამინისტროსა და მთლიანად ჯანდაცვის სისტემის დიდი ძალისხმევის გამო", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

ეკატერინე ტიკარაძე ზურაბიშვილთან ორბელიანების სასახლეში პირადად იმყოფებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ თითოეული ასეთი შენატანი ჯანადაცვის სექტორისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს დანადგარები არის გარანტი იმისა, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელია.