პედრო ალმოდოვარმა 2020 წლის ფავორიტი ფილმები დაასახელა
2020 წელი პედრო ალმოდოვარისთვის საკმაოდ დატვირთული გამოდგა: ჯერ ოსკარების 92-ე დაჯილდოებაზე თავისი ჯერჯერობით ბოლო სრულმეტრაჟიანი კინოსურათით ტკივილი და დიდება საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოდა; შემდეგ კარანტინში დაწერილი პირადი დღიურები გაგვიზიარა და ბოლოს ტილდა სუინტონთან ერთად თავის პირველ ინგლისურენოვან პროექტზე ადამიანის ხმა იმუშავა.
ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, სიცოცხლეშივე ლეგენდარულ რეჟისორად აღიარებულმა ამ ესპანელმა ხელოვანმა მაინც შეძლო წელს გამოსული სხვა კინოპროექტების ხილვა და შეფასება, ცოტა ხნის წინ კი ცნობილ ამერიკულ ვებსაიტზე IndieWire თავისი ფავორიტი ფილმებიც დაასახელა, რომელთაც ახლა თავად პედრო ალმოდოვარის შეფასებებით გთავაზობთ.
პირველი ძროხა / First Cow, რეჟისორი კელი რეიჰარდტი
"მომხიბვლელი, საუცხოო ვესტერნი. ის შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ფილმი მეგობრობაზე: მე-19 საუკუნის დასაწყისში ორეგონის შტატში განვითარებული ამბავი ორი კაცისა, რომლებმაც თავიანთი ბედი ერთმანეთს დაუკავშირეს, რათა რძის მოსაპოვებლად ძროხა ფარულად მოწველონ. ბუნების უაღრესად ემოციური შეგრძნებით ლუკრეცია მარტელი [არგენტინელი რეჟისორი] მომაგონდა".
ეშმაკს არ სძინავს / The Devil All the Time, რეჟისორი ანტონიო კამპოსი
"განსაცვიფრებელი, შემაძრწუნებელი, პოეტური, ფანატიკური ამერიკა თავისი ღრმა კუნჭულებით ნატიფად და ზედმიწევნითაა გადმოცემული. ამ ფილმს კიდევ ბევრჯერ ვნახავ. ჩახლართული სიუჟეტი ოსტატურად შეიკრა. ანტონიო კამპოსი ჯერ კიდევ ფილმის მართა, მერსი, მეი, მარლენი პროდიუსერად მახსოვს, რომელმაც ჩემზე 2011 წელს წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა".
თრობა / Another Round, რეჟისორი თომას ვინტენბერგი
"ამაღელვებელი, მორალისტური შეფასებებისგან დაცლილი ამბავი ოთხ მეგობარზე, რომლებიც იმდენ ალკოჰოლს სვამენ, რომ უფსკრულის კიდეზე აღმოჩნდებიან. ამ ისტორიის წინ უძღვის შემდეგი ფაქტი, რომელიც არ ვიცი, რამდენად მეცნიერულია, მაგრამ სასაცილოა კია: ადამიანს დაბადებისას სისხლში ალკოჰოლი ნორმაზე 0,05-ით ნაკლები აქვს. ამ ფილმში ოთხი მთავარი გმირი — მასწავლებლები და მეგობრები — გადაწყვეტს, რომ ეს ნაკლებობა ყოველდღიურად აინაზღაუროს, რის გასამართლებლ საბაბად იმას დაასახელებენ, რომ ასე უკეთესად მუშაობას შეძლებენ. ეს მათ ხანდახან სასაცილო, ხანდახან კი პათეტიკურ სიტუაციებში გახვევს, თუმცა საბოლოოდ ალკოჰოლში ისე ჩაიხრჩვებიან, რომ მათი ცხოვრება განადგურების პირას მივა. მათი ისტორია ოპტიმიზმისა და მელანქოლიის ნაზავია, რაც ფილმს განსაკუთრებულად აქცევს. მსახიობებიც შესანიშნავები არიან: მადს მიკელსენი ჟესტების მასტერკლასს გვთავაზობს. ბოლოსკენ მიკელსენის პერსონაჟი თავის მთვრალ მოსწავლეებთან ერთად ცეკვავს და სწორედ მაშინ ემოციები გაწვება, კათარზისს განიცდი და ტირილს იწყებ. ამით ეს ფილმი 95-ე დოგმის [1995 წლის ფილმი] ბრწყინვალებას იმეორებს".
გადაყლაპვა / Swallow, რეჟისორი კარლო მირაბელა-დევისი
"რეჟისორ მირაბელა-დევისის სტილი იორგოს ლანთიმოსის, ჯესიკა ჰაუსნერისა და ტოდ სოლონძის ნაზავია. მთავარ გმირს, რომლის როლსაც საოცარი ჰეილი ბენეტი ასრულებს, აკვიატებული სურვილი აქვს, რომ პირში პატარა ნივთები ჩაიდოს და გადაყლაპოს. მონელების შემდეგ კი მათ ასუფთავებს და ნადავლივით სათუთად ინახავს. ყველაფერი უფრო რთულდება, როცა ისეთი ბასრი საგნების გადაყლაპვას იწყებს, როგორიცაა ჭიკარტი. მთელი ფილმი უწყვეტი აღფრთოვანების შეგრძნებით ვნახე. რეჟისორის მიერ არჩეული თემა რთული განსავითარებელია, თუმცა იმედს არც ერთ მონაკვეთში არ გაგიცრუებთ".
ამიერიდან აქ აღარ ვარ / I’m No Longer Here, რეჟისორი ფერნანდო ფრიასი
"ფრიასის სადებიუტო ფილმი ბანდის უბედური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომლის ახალგაზრდა წევრებიც ეგზოტიკური თმის ვარცხნილობებითა და ცეკვით უფრო არიან დაინტერესებულნი, ვიდრე ძალადობითა და ნარკოტიკებით. ერთ დღესაც ისინი ადგილობრივი ნარკოკარტელის წევრების დაპირისპირებაში ამოჰყოფენ თავს. ამის შემდეგ ბანდის გადარჩენილი წევრი, ულისე, ნიუ-იორკში გაფრინდება და ახალ უბედურ ცხოვრებას დაიწყებს, პარალელურად კი მექსიკაში თავის მეგობრებთან ერთად გატარებული ძველი უბედური ცხოვრება ენატრება. ეს არის მოულოდნელად სასიამოვნო მექსიკური ფილმი უაღრესად მიმზიდველი მთავარი გმირის ისტორიის შესახებ. ფილმი სავსეა საოცარი კადრებითა და საუნდტრეკებით".
პატარა ჯო / Little Joe, რეჟისორი ჯესიკა ჰაუსნერი
"თავისი ლურდოს (Lourdes) შემდეგ ეს ჯესიკა ჰაუსნერის საუკეთესო ფილმია: განსაკუთრებული განსაკუთრებულთა შორის".
არასდროს, იშვიათად, ხანდახან, ყოველთვის / Never Rarely Sometimes Always, რეჟისორი ელიზა ჰიტმანი
"მხოლოდ ერთი გრძელი კადრის გამო, რომელშიც ამ ფილმის სათაურის მნიშვნელობა მჟღავნდება, იმსახურებს, რომ ის წლის საუკეთესოთა შორის დასახელდეს. ეს ფილმი მინიმალისტური, უპრეტენზიო საგანძურია, რომელიც ორი ახალგაზრდა ქალის პენსილვანიიდან ნიუ-იორკში მოგზაურობაზე მოგვითხრობს, რათა ერთ-ერთმა მათგანმა აბორტის გაკეთება შეძლოს. ეს არის საოცრად დელიკატური და ყალბი ემოციებისგან სრულად დაცლილი სურათი".
მხატვარი და ქურდი / The Painter and the Thief, რეჟისორი ბენჟამინ რი
"ეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც მხატვრულ ნამუშავრს ჰგავს, სანდენსის კინოფესტივალის ერთ-ერთი ჰიტი იყო. ამბის მთავარი პერსონაჟები ახერხებენ, რომ უჩვეულოდ გულწრფელად და ოსტატურად ითამაშონ კამერის წინ. დარწმუნებული ვარ, რომ რეჟისორმა სცენარი წინასწარ დაწერა და ისტორიის მონაწილეებს თხოვა, საკუთარი თავები განესახიერებინათ. ეს არის მეგობრობის ამაღელვებელი ისტორია".
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
კომენტარები