საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურის ძებნა მიმდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის, პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით შესაბამის სამსახურებთან სრულ კოორდინაციაში არიან.

"საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე, თეიმურაზ გიუნაშვილი თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობს. 21 დეკემბერს ის 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით ისარგებლა და სამხედრო ნაწილის ტერიტორია დატოვა, რაც პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით დასტურდება", — აცხადებენ სამინისტროში.

თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ 22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დრო სამხედრო ნაწილში არ გამოცხადდა, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულზე ოჯახის წევრებსა და ნათესავებს აცნობა.