რომის პაპის ინსტაგრამი კიდევ ერთი მოდელის ფოტოს მოწონებაზე გამოიჭირეს
ბრაზილიელი ნატალია გარიბოტოს შემდეგ, კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ოფიციალურმა ინსტაგრამმა ამჯერად OnlyFans-ის ვარსკვლავის, მარგო ფოქსად ცნობილი მოდელის ფოტო მოიწონა. ამის ამსახველი სქრინშოტები ტვიტერის მომხმარებელმა გაავრცელა, მოდელმა კი არასასურველი ყურადღებისგან თავის ასარიდებლად საკუთარი ანგარიში დახურულ რეჟიმზე გადაიყვანა, ამდენად, კონტენტის ნახვის შესაძლებლობა ახლა მხოლოდ მის გამომწერებს აქვთ. რადგან პაპ ფრანცისკეს ინსტაგრამზე არცერთი ანგარიში არ აქვს გამოწერილი, ვეღარც იგი მოახერხებს მოდელის პროფილის მონახულებას.
მიუხედავად იმისა, რომ ფოქსმა პროფილი "დახურა", ტვიტერზე მან დაადასტურა, რომ ფოტო, რომელიც ფრანცისკეს ანგარიშით მოიწონეს, ნამდვილად მას ეკუთვნის.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რომის პაპის ოფიციალური ინსტაგრამანგარიშით მოწონებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გასულ თვეში ფრანცისკეს სახელით სოციალურ ქსელში ბრაზილიელი მოდელის, ნატალია გარიბოტოს ფოტო მოიწონეს. მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანმა მაშინ ამბის გამოძიება დაიწყო, გარიბოტომ კმაყოფილმა განაცხადა, "სხვა თუ არაფერი, სამოთხეში მაინც მოვხვდებიო".
აღსანიშნავია, რომ ფრანცისკე, რომელიც 2013 წლიდან რომის კათოლიკური ეკლესიის 266-ე პაპია, წინამორბედებისგან განსხვავებით, ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩევა. მან აღნიშნა, რომ ჯოჯოხეთის არსებობის არ სჯერა. იგი ასევე ღიად საუბრობს აბორტსა და სექსზე. წელს ფრანცისკემ მხარი დაუჭირა ლგბტქ თემსა და ერთი და იმავე სქესის მქონე პარტნიორებს შორის სამოქალაქო ქორწინებასაც.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები