80 წლის ამერიკელი მომღერალი დიონ ვორვიკი 2020 წელს ტვიტერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომხმარებელი გახლდათ. ის პლატფორმაზე 2012 წლიდანაა დარეგისტრირებული, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოციალური ქსელის ვარსკვლავი არც ისე დიდი ხნის წინ გახდა.

ახლა კი მას საკუთარი ბილბორდი აქვს ნიუ-იორკში, რომელიც ტვიტერმა ბრაიანტის პარკში გამოაკრა. მის 11 დეკემბრის ტვიტში ვკითხულობთ:

"გთხოვ, ეს გულუბრყვილობა 2021 წელს აღარ გამოავლინო"

რჩევა, რომელიც ყველას გვჭირდება, ახლა უკვე ერთ-ერთი საოცნებო ქალაქის შუაგულშია გამოფენილი.

თუმცა, ეს ერთადერთი ტვიტი არაა, რომელიც ტვიტერმა გამოარჩია. საუკეთესო გზავნილები სოციალური კამპანიის ფარგლებში ბილბორდების სახით გამოჩნდა ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო, ფილადელფია, ოკლენდი და ა.შ.

აი ისინიც:

"2020 რომ ადამიანი იყოს, ჩემი ყოფილი იქნებოდა"

პ.ს. იმედია, 2021 ყოფილის ახლანდელი არ იქნება.

"ძვირფასო 2021-ო, გთხოვ 2020-ს ნუ გაეჯიბრები. გთხოვ"

"2021-ის პირველი წესი: 2020-ზე არ ვლაპარაკობთ"

"2020... კი მაგრამ, ეს რა იყო?"

"2019-დან პირდაპირ 2021-ში მივდივართ. ამ წელს არ ვაღიარებ"

"2020 ჩემგან საშინელ შეფასებას მიიღებს"

"სანამ 2021-ზე თანხმობას განვაცხადებ, ვადებსა და პირობებს უნდა გადავხედო"

კამპანიის იდეით, ტვიტერი ის ადგილია, რომელიც ინტერნეტსივრცეში რეალობის შეგრძნებას ინარჩუნებს. კომპანიის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში მომხმარებლებმა პლატფორმაზე 6 მილიონჯერ დატვიტეს.