იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, ერთპარტიულ პარლამენტში მოსმენისას კრიტიკული კითხვები დაუსვეს. მისივე თქმით, დღევანდელმა სხდომამ საქმიანად ჩაიარა.

"ძალიან აქტიურად ჩაიარა ამ სხდომამ. იყო, სხვათაშორის, კრიტიკული კითხვები და ამომწურავი ესეთი, რომელიც ამომწურავ პასუხს მოითხოვდა ჩვენგან. მაგალითად, ჩემს მიმართ და ჩვენს მიმართ, იუსტიციის სისტემის მიმართ იყო სისხლის სამართლის სფეროში მედიაციის საკითხები, შშმ პირების კანონის იმპლემენტაციის კრიტიკული საკითხები, ასევე, პენიტენციურ სფეროში მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და დასამქების საკითხები. ასე, რომ დღევანდელმა სხდომამ საქმიანად ჩაიარა, შედეგებით კმაყოფილი ვარ და მზად ვარ, რომ გავაგრელო უკვე ხვალ ფრაქციასთან შეხვედრა", — განაცხადა ლორთქიფანიძემ.

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე უწყების მინისტრობის კანდიდატი, გოჩა ლორთქიფანიძე 19 დეკემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ აირჩიეს. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ლორთქიფანიძე რამდენიმე თვეში შეუდგება მოსამართლის საქმიანობას, მანამდე კი გუნდში გააგრძელებს საქმიანობას.