ვიცე-პრემიერი მოვალეობის შემსრულებლის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 24 დეკემბრიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დიდ ქალებში და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები ძალაში რჩება.

"24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდება იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ეს დაგეგმილი იყო. კერძოდ, ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში", — განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის განცხადებით, ამ პერიოდში სავაჭრო ობიექტებიც დამატებითი რეგულაციების პირობებში იმუშავებენ.