ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიუხედავად საახალწლო და შობის ღამეს დაწესებულ შეზღუდვებზე გამონაკლისისა, მთავრობა მოსახლეობას დღესასწაულის ვიწრო, საოჯახო წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდებს.

"რა თქმა უნდა, ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე და ისევ ძალაში რჩება გამონაკლისი საახალწლო და შობის ღამის. აღნიშნული გამონაკლისების მიუხედავად, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ვიწრო, საოჯახო წრეში აღნიშნონ საახალწლო დღესასწაული. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ ჩვენ ძალიან დიდ ფასს ვიხდით ყველა იმ შეზღუდვებისთვის, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ყველა შეზღუდვის მოხსნითაც ძალიან დიდ ფასს ვიხდით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამიტომ ყველამ ერთად უნდა გამოვიჩინოთ ისევ ის ერთობა, ის სოლიდარობა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა წარმატებით გვემართა პირველი ტალღა", — განაცხადა ცქიტიშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ძალაში რჩება.