მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. Higher Education Statistics Agency (Hesa)-ს კვლევის მიხედვით, 2014-2015 წელს 2009-2010 სასწავლო წელთან შედარებით სწავლა 210%-ით მეტმა სტუდენტმა შეწყვიტა. იმ სტუდენტების მესამედი, რომლებიც სწავლას ნაადრევად წყვეტენ, მიზეზად მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ.

ილუსტრატორმა ელა ბარონმა 11 სტუდენტის გამოცდილება ილუსტრაციებად მოყვა.


"კლაუსტროფობია სტუდენტური ცხოვრების თანმდევია. ერთდროულად უნდა იმუშავო, ისწავლო, ჭამო, დალიო, იცეკვო, გამოძინებაც უნდა მოასწრო. ეს ყველა წვრილმან დეტალს მტკივნეულად ამძაფრებს, ამავდროულად, თანგდევს მარტოსულობის შეგრძნება. მეზობელი ბინიდან შემოღწეული მუსიკის ხმაც კი მძულს."

ფოტო: Ella Baron / The Guardian


"მახსოვს, ტანსაცმელი მქონდა გასარეცხი და 4 საათის განმავლობაში სკამიდან ადგომის ძალაც კი ვერ გამოვნახე. დეპრესიაც ეგაა — იმ ადამიანის გაუჩინარება, რომელიც იყავი. ზოგჯერ ვფიქრობ, როგორი იმედგაცრუებული იქნებოდა ჩემი ადრინდელი თავი, ახლა რომ მხედავდეს."

ფოტო: Ella Baron / The Guardian


"ყოველდღე უარესად ვარ. ეს ყველანაირ წვრილმანზეა დამოკიდებული — ვისთან ერთად ვარ ან, თუნდაც, რა ფერია ცა. გასაკეთებელი საქმეების მცირე სიას ვადგენ: დედასთან ერთად ნამცხვრის საჭმელად წასვლა; snakes and ladders-ის [სამაგიდო თამაში] დაფის ჩემით აწყობა; ჩემს თავში არსებული ხმების ანიმაციური ფილმების ბოროტმოქმედ გმირებად გარდაქმნა. თუმცა, მაინც არ მასვენებს კითხვა, როგორ უნდა გავხდეთ მსოფლიო ლიდერი, როდესაც საკუთარ თავს მაღალკალორიული იოგურტის ღირსადაც კი არ ვთვლით?"

ფოტო: Ella Baron / The Guardian


"ძილს ლოგიკურ ამოცანად წარმოვიდგენ ხოლმე, რომლის ამოხსნისკენაც მივისწრაფი. ეს მაშინ ხდება ასე, როცა დაძინება ყველაზე მეტად მიჭირს."

ფოტო: Ella Baron / The Guardian


"დაძინებამდე 5 წუთიანი ინტერვალებით მომდევნო დღეს ვგეგმავ. რუტინა შფოთვის ალოგიკურ ბუნებასთან გამკლავებაში მეხმარება. ამ ხერხმა რაღაც სტაბილური ხელჩასაჭიდი მომცა."


"როდესაც დეპრესიის წინაშე პირველად აღმოვჩნდი, ვიოლინოს დაკვრა შევწყვიტე. ამის ნაცვლად Dance Moms-ის 6 სერიას გადაბმულად ვუყურე. პირველი სერია დავიწყე და გავიფიქრე, რომ სისულელეა, მაგრამ კიდევ 119 საათი თვალი არ მომიშორებია. განმეორებითი ხასიათის უშინაარსო ქმედებებით დავკავდი: ვქსოვდი, სამაჯურებს ვაწყობდი, ვაცხობდი. მარტივ, ფიზიკურ ქმედებებზე ყურადღების გადატანა უფრო მარტივი იყო, ვიდრე იმ გაურკვევლობასთან დაპირისპირება, რაც თავში მქონდა."


"ზოგჯერ თავი ძალიან პატარა მგონია. ზუსტად ისეთი პატარა, როგორიც მატრიოშკის ყველაზე მცირე თოჯინაა. გარე "შრეები" მუდამ იღიმიან, მაშინაც კი, როცა სულ არ მეღიმება".


"თავს ისე იგრძნობ, თითქოს იხრჩობი თუ ასე არაა, ესეიგი რაღაცას არასწორად აკეთებ" — ასე მიმართავს ჩემი ლექტორი სწავლის დასაწყისში სტუდენტებს".

ფოტო: Ella Baron / The Guardian


"ჩვენ ინტერნეტით ვსუნთქვათ. რატომ წავიდეთ ბიბლიოთეკაში, როდესაც ნებისმიერი სტატიის ნახვა ონლაინ შეგიძლია? რატომ წავიდეთ გასართობად კლუბში, როდესაც Tinder-ით იდეალური ერთი ღამის ურთიერთობის პოვნა შეგვიძლია? ვის სჭირდება ნამდვილი მეგობრები?"


"პანიკა ისეთი ყოვლისმომცველია, სხვა არაფრისთვის რჩება ადგილი — თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ვშიშვლდები. პანიკური შეტევები ჩვევად ესსეების დედლაინების წინ მექცა. მეგობარი ხუმრობდა, ასეთ დღეებში კომფორტულ საღამურებს ვატარებო. ის ყოველ ასეთ შეტევაზე გვერდით მეჯდა და მეხუტებოდა, სანამ ყველაფერი გადაივლიდა".

ფოტო: Ella Baron / The Guardian


"თავის დაბადების დღემდე 5 დღით ადრე, ჩემს ნათესავს ბიპოლარული აშლილობის მედიკამენტებით ზედოზირება დაემართა. თვითონ ხშირად მირეკავდა, მე — არა. წამლების მიღებიდან ნახევარ საათში მისგან გამოტოვებული ზარის შეტყობინება მომივიდა. ფეისბუკი პოსტებით გაივსო როცა გარდაიცვალა, თუმცა მხოლოდ ერთი კვირით. უბრალოდ ვფიქრობდი: ყველაფერი ჩვენ გარშემო მის შესახებ რატომ არაა? ჩემი ცხოვრება ხომ მისი სიკვდილის ირგვლივ დატრიალდა. ახლა ამ ფაქტზე სხვაგვარად ვფიქრობ. მწუხარება ახლა დიდ სიმძიმეს ჰგავს, რომელიც წვრილი სიმით მაქვს მობმული და ის დროის სვლასთან ერთად ნელ-ნელა წყდება".

ფოტო: Ella Baron / The Guardian