ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორმა 27 ქვეყანაში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ევროპული მედიცინის სააგენტომ (EMA) პრეპარატის მოხმარების უფლება ევროკავშირის 446 მოქალაქეს მას შემდეგ მისცა, რაც მისი ცირკულაცია აშშ-სა და ბრიტანეთში დაიწყო. სავარაუდოდ, ევროკომისია მას ოფიციალურად ორშაბათს დაამტკიცებს.

განაწილება ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა, კვირას დაიწყოს.