შეზღუდვების მოხსნაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა — ცქიტიშვილი
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა. ის აღნიშნავს, რომ შრომითი ინსპექცია ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს იმ გარანტიების შექმნაზე, რაც უზრუნველყოფს ბიზნესისათვის დაწესებული სტანდარტების შესრულებას.
"ერთი მხრივ, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ვაანალიზებთ ძალიან ყურადღებით, გავდივართ კონსულტაციებს ეპიდემიოლოგებთან და სპეციალისტებთან. ბიზნესმა, პირველ რიგში, ძალიან კარგად იცის ყველა ის სტანდარტი, რომელიც თვეების განმავლობაში მოქმედებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ არის დაცული. ეს არის რიგის კონტროლი, გარკვეულ ფართზე შესაბამისი რაოდენობის ადამიანების დაშვება და ა.შ. ახლა შრომითი ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტრო და ბიზნესის ასოციაციები ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენც შეგვიქმნან იმის გარანტიები, რომ ეს წესები ამ შემთხვევაში მაინც იქნება დაცული. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული არაა, პარალელურად პროცესში ვიმყოფებით, ერთი მხრივ, ვემზადებით იმისთვის, რომ სავაჭრო ცენტრები გაიხსნას, მეორე მხრივ, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, როცა გვექნება სრულფასოვანი სურათი ყველა რისკთან დაკავშირებით", — ამბობს ცქიტიშვილი.
28 ნოემბრიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში შეზღუდვები დაწესდა. იგი შეეხო გადაადგილების, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, რესტორნებისა და ფიტნესცენტრების დახურვასა და სხვა. მათ, ასევე, დააანონსეს, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში, ეს შეზღუდვები შემსუბუქდებოდა, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, ჯერჯერობით, უცნობია.
თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა ხდება პარლამენტში.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები