სექტემბერში, ღონისძიება Battery Day-ზე ტესლამ განაცხადა, რომ იგი აპირებს გამოუშვას კომპანიის ნანატრი სრულად თვითმართვადი მანქანა (FSD). მასკის კომპანია ამცირებს სრულად თვითმართვად მანქანებზე ხელმისაწვდომობის ვადებს. ილონ მასკმა Twitter-ის მიმდევრებს განუცხადა, რომ 2021 წლის დასაწყისში FSD ხელმისაწვდომი გახდება. თეორიულად, თქვენ ახლაც შეგიძლიათ დაამატოთ ავტონომიური თვისებები თქვენს Tesla-ს ავტომობილს, მაგრამ მხოლოდ ნახევრად ავტონომიური.

Tesla-ს განცხადებით, აშშ-ში ახალი პაკეტის ღირებულება 10,000 დოლარი იქნება, თუ იჯარით შეიძენთ თქვენს Tesla-ს, შესაძლოა არ მოგიწიოთ ამდენი თანხის გადახდა, რომ გამოიყენოთ სრულად თვითმართვადი ფუნქცია. ხოლო იჯარით ყიდვის შემთხვევაში, გეძლევათ შესაძლებლობა გაეცნოთ მახასიათებლებს და გაიგოთ რამდენად მოგწონოთ ახალი სერვისი.