ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, მათ შორის არის ერთი ორსული ქალი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ის განუცხადა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.