მეცნიერებმა ლაბორატორიაში ღორისა და ადამიანის ჰიბრიდი შექმნეს
უნივერსალური ღეროვანი უჯრედების აღმოჩენა უსასრულო სამეცნიერო პოტენციალს შეიცავს.
მეცნიერებმა სულ ახლახან გამოაცხადეს, რომ მათ წარმატებით შექმნეს ადამიანისა და ცხოველის პირველი ჰიბრიდები. ეს პროექტი ამტკიცებს, რომ ადამიანის უჯრედები შეიძლება შევიყვანოთ არაადამიანურ ორგანიზმებში. გადანერგილი მასალა არათუ გადარჩება, ზრდასა და განვითარებასაც გააგრძელებს.
ეს სამედიცინო წინსვლა კაცობრიობას დონორი ორგანოების კრიტიკული სიმცირის დაძლევაში დაეხმარება.
ყოველ ათ წუთში ერთი ადამიანი ემატება ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა სიაში და ყოველდღე 22 ადამიანი კვდება მისთვის საჭირო ორგანოს არარსებობის გამო. რა მოხდება, თუ კეთილი დონორის მოლოდინის ნაცვლად თავად შევქმნით ორგანოებს?
მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა, რომელსაც სოლკის ინსტიტუტი ხელმძღვანელობს, ნაშრომი ჟურნალ Cell-ში გამოაქვეყნა.
წარსულში ადამიანი-ცხოველის ქიმერები მიუწვდომელი იყო. ასეთი ექსპერიმენტების საზოგადოებრივი დაფინანსება ამერიკაში აკრძალულია (ამიტომ, სოლკის გუნდი კერძო დონორებზეა დამოკიდებული ქიმერას პროექტისთვის). საზოგადოების შეხედულებებმა გარკვეულწილად გაართულა ასეთი სამუშაოები. ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდის შექმნა საჭირბოროტო საკითხია.
კვლევის მთავარი ავტორის, ჯან ვუს აზრით, ჩვენ უბრალოდ უნდა შევხედოთ მითოლოგიურ ქიმერებს განსხვავებული პერსპექტივიდან. უძველეს ცივილიზაციებში ქიმერები ღმერთებთან ასოცირდებოდნენ და ჩვენი წინაპრები თვლიდნენ, რომ ქიმერულ ფორმას შეუძლია დაიცვას ადამიანი.
ჰიბრიდის შექმნა
ჰიბრიდის შექმნის ორი გზა არსებობს. პირველი არის ერთი ცხოველის ორგანოს მეორეში მოთავსება. ეს სარისკო ქმედებაა, რადგან მასპინძელი ორგანიზმის იმუნურმა სისტემამ შეიძლება არ მიიღოს ახალი ორგანო.
მეორე მეთოდი არის ემბრიონულ დონეზე დაწყება - ერთი ცხოველის უჯრედების შეყვანა მეორეს ემბრიონში და მათი ერთად გაზრდა ჰიბრიდად.
როდესაც მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედები აღმოაჩინეს, რომლებსაც ნებისმიერი ტიპის სხეულის ქსოვილის წარმოქმნა შეუძლიათ, მალევე მიხვდნენ, რომ უსასრულო მეცნიერულ პერსპექტივას მიაგნეს. აქ ერთი "მაგრამ" არსებობს: ამ უჯრედების დარწმუნება, რომ ჩვენთვის სასურველი ტიპის ქსოვილებად და ორგანოებად ჩამოყალიბდნენ, ძალიან რთულია.
პროფესორი ხუან კარლოს იზპისუა ბელმონტი თავდაპირველად თვლიდა, რომ ორგანოებისთვის გასაზრდელი მასპინძელი ემბრიონის კონცეპტი მარტივი იქნებოდა, მაგრამ ბელმონტს 40 თანამშრომელთან ერთად 4 წელიწადი დასჭირდება იმის გამოსათვლელად, თუ როგორ უნდა შეექმნა ადამინი-ცხოველის ქიმერა.
გუნდმა კვლევა თაგვებსა და ვირთხებზე ჩაატარა.
სხვა მეცნიერებს უკვე ჰქონდათ გარკვეული ნაბიჯები გადადგმული. ვირთხებში გაზრდილმა თაგვის პანკრეასმა წარმატებით განკურნა დიაბეტი, როდესაც ჯანსაღი ორგანოები დაავადებულ თაგვებს გადაუნერგეს.
გუნდმა სოლკის მეთაურობით ეს კონცეპტი ერთი ნაბიჯით წინ წასწია: გენომის მარედაქტირებელი იარაღით (რომელსაც CRISPR ეწოდება) "დაჰაკა" თაგვის ბლასტოციტები - ემბრიონის წინამორბედები. მათ წაშალეს გენები, რომლებიც თაგვს სჭირდებოდა კონკრეტული ორგანოების გასაზრდელად, შემდეგ კი საცდელ ობიექტს ამ უნარის მქონე ვირთხის ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს.
გადარჩენილი თაგვები სქესობრივი მომწიფების ასაკშიც ცოცხლები იყვნენ. ზოგს ნაღვლის ბუშტიც კი გაეზარდა, ორგანო, რომელიც 18 მილიონი წლის განმავლობაში ამ სახეობის ნაწილი არ ყოფილა!
მიუღებლობის რისკი
სამაგიეროდ, არ გაამართლა ვირთხის ღეროვანი უჯრედების შეყვანამ ღორის ბლასტოციტებში. არცაა გასაკვირი, ვირთხებსა და ღორებს ძალიან განსხვავებული ორსულობის პერიოდი აქვთ და ევოლუციური წინაპრებიც სხვადასხვა ჰყავთ.
უცნაურია, მაგრამ ღორები ბიოლოგიურად ახლოს დგანან ადამიანებთან. მიუხედავად იმისა, რომ მათი ორსულობის პერიოდი ადამიანისაზე მცირეა, ორგანოების მსგავსება აშკარაა.
საკითხზე მუშაობისას გუნდმა აღმოაჩინა, რომ ადამიანის უჯრედების ღორში შეყვანა (მათი მოკვლის გარეშე) ზუსტ დროს უნდა მომხდარიყო. მათ ადამიანის სამი სხვადასხვა უჯრედის შეყვანა სცადეს. როდესაც შესაფერისი უჯრედები შეიყვანეს ღორის ემბრიონებში, ეს ემბრიონები გადარჩნენ.
საბოლოოდ მეცნიერებმა 186 გვიანდელი ეტაპის ქიმერული ემბრიონი შექმნეს, რომლებმაც გადარჩენა მოახერხეს. თითოეულ მათგანში 100 000-დან ერთი ადამიანის უჯრედი იყო.
როგორც ჩანს, ადამიანის ქსოვილი ანელებს ემბრიონის ზრდას და ასეთი ემბრიონების მიერ გაზრდილი ორგანოები ღორის ქსოვილის დიდი წილის გამო ადამიანის ორგანიზმისთვის მიუღებელი გახდება, თუმცა თუნდაც ერთი უჯრედი უკვე წარმატებაა.
მეცნიერთა თქმით, შემდეგი დიდი ნაბიჯი იმის დადგენაა, შესაძლებელია თუ არა ღორის ემბრიონის მიერ ადამიანის დასაშვები რაოდენობის უჯრედების გაზრდა. ამჟამინდელი მეთოდი მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, ეს დაბრკოლება გადალახვადია თუ არა.
ამ მოსაზრებას კვლევის მთავარი მეცნიერი ბელმონტიც ეთანხმება და ამბობს, რომ ადამიანის ფუნქციონირებადი ორგანოების შექმნას წლები დასჭირდება. ამ ადრეულ ეტაპზეც კი ერთ-ერთი მეცნიერი ნაშრომს გარღვევას უწოდებს: მრავალი სხვა ნაბიჯია გადასადგმელი, მაგრამ ეს ძალიან დამაინტრიგებელია. ძალიან დამაინტრიგებელი.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
დისკუსია: თქვენ რამდენად მორალურად მიგაჩნიათ ქიმერების შექმნა?