აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა რამდენიმე დღის წინ ბილ სიმონსის პოდკასტის სტუმარი იყო. მან ღიად ისაუბრა, როგორი იყო შვილებთან, 22 წლის მალიასა და 19 წლის საშასთან ერთად თვითიზოლაცია.

ფოტო: Alo Ceballos / GC Images

"ეს ნამდვილი საჩუქარი იყო, რადგან თინეიჯერობის ამბების ჩავლის შემდეგ გრძნობ, რომ შვილებს ისევ უყვარხარ და შენთან დროის გატარება უნდათ", — თქვა მან.

ფოტო: Alo Ceballos / GC Images

"სხვა ოჯახებივით ჩვენც გავიარეთ ის ფაზა, როცა ყოველ საღამოს თამაშებს ვთამაშობდით და სხვადასხვა პროექტს ვიგონებდით, მერე ნელ-ნელა მივხვდით, რომ შვილებს თავი მოვაბეზრეთ", — აღიარა ობამამ.

ბარაკ ობამამ ისიც აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მალიას შეყვარებული, რორიც მათთან ერთად იყო კარანტინში. რას ფიქრობს მასზე მალიას მამა?

ფოტო: Alo Ceballos / GC Images

"ბრიტანელია — არაჩვეულებრივი ახალგაზრდა. ვიზაზე რაღაც პრობლემა შეექმნა და დროებით "შევიფარეთ"

ფოტო: Alo Ceballos / GC Images

"არ მინდოდა, მომწონდებოდა, მაგრამ მართლა კარგი ბიჭია"

ფოტო: Alo Ceballos / GC Images

"ერთადერთი რამ, რაც აღმოვაჩინე: ახალგაზრდა კაცები გემრიელად ჭამენ"

ფოტო: Alo Ceballos / GC Images

"პროდუქტების ხარჯი 30%-ით გამეზარდა"

ფოტო: Giphy