მართალია, მეხანძრეებისა და კატების მეგობრობაზე ლეგედები დადის, მაგრამ ხანდახან ცუგებსაც სჭირდებათ მაშველების დახმარება ხიფათიდან თავის დასაღწევად.

მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე შენობებს შორის გაჭედილი ძაღლი უვნებლად გამოიყვანეს. ვიდეოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გვერდი ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს, რომ ძაღლი მოთმინებით ელის, როდის გამოანგრევენ მის გარშემო კედლებს, რათა გამოძვრეს. სავარაუდოდ, ცუგა მომავალში უფრო ფრთხილად შეარჩევს მარშრუტებს.