საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გარდაცვალების ოფიციალური ვერსიაზე არ საუბრობენ.

TV პირველის ინფორმაციით, გარდაცვლილი საბერძნეთში სამუშაოდ იყო წასული და ოჯახთან [დედასთან, მეუღლესთან და შვილებთან] ერთად ცხოვრობდა.

უწყებაში On.ge-ს უთხრეს, რომ საბერძნეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზეა და გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობაც მიმდინარეობს.