დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს, გია კიკაბიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის მკურნალობას კლინიკაში გადის.

"თავს ჩვეულებრივად ვგრძნობ, რამე განსაკუთრებული ჩივილები არ მაქვს. მოვთავსდი აგერ, ჩემთან ვარ კლინიკაში და ვმკურნალობ", — აცხადებს ის TV პირველთან ინტერვიუში.

ხოლო კითხვაზე, არის თუ არა პრობლემა დაინფიცირებული ექიმის მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულების გაგრძელება, ექიმი აცხადებს, რომ კოვიდინფიცრებულებთან "შემოვლას" აკეთებს და ეს საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მათ უკვე აქვთ ვირუსი.

"როდესაც კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დადის და შემოვლებს აკეთებს, ცუდი არაა, ისინიც ინფიცირებულნი არიან და არაა საფრთხე, ჩემგან რამე გადაედოთ", — განუცხადა კიკაბიძემ TV პირველს.

20 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა — 4 599, გარდაიცვალა — 39.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 4 943 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 208 638-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 599 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 180 441-მდე.ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევიდან, რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 774;
  • აჭარა — 142;
  • იმერეთი — 255;
  • ქვემო ქართლი — 140;
  • შიდა ქართლი — 133;
  • გურია — 25;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 122;
  • კახეთი — 80;
  • მცხეთა-მთიანეთი — 33;
  • სამცხე-ჯავახეთი — 23;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 4;

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 077, საიდანაც, 6 654 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,.

1 971 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, საკარანტინე სივრცეებში კი 465 პირი, მძიმე პაციენტია 1 104 პირი — მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 481 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: