ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პაციენტის გარდაცვალებაში ოჯახი დაწესებულებას ადანაშაულებს
ქუთაისში, კლინიკა ბომონდში გარდაცვლილი კაცის ოჯახის წევრები გარდაცვლილის სხეულზე მრავლობით დაზიანებებზე საუბრობენ და მომხდარის მიზეზის დადგენას ითხოვს. მათი თქმით, პაციენტს დაზიანებები ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მიაყენეს და საქმის დროულ გამოძიებასა და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.
გარდაცვლილი სამტრედიის მკვიდრი 36 წლის კობა ჩახუნაშვილია. როგორც ოჯახის წევრებმა TV პირველთან და ფორმულასთან საუბრისას აღნიშნეს კაცი ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის ცენტრში ალკოჰოლის ინტოქსიკაციით მოათავსეს და შესვლამდე კორონავირუსზე ტესტი აუღეს, რომელიც უარყოფითი იყო. მათი თქმით, რამდენიმე დღეში კლინიკიდან უთხრეს, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული და მდგომარეობა დაუმძიმდა. ოჯახმა ცხელ ხაზზე რამდენიმე ზარის შემდეგ შეძლო, რომ პაციენტი კლინიკა ბომონდში გადაეყვანათ.
ფორმულასთან სატელეფონო საუბარში კლინიკა ბომონდის რეანიმატოლოგი ამბობს, რომ კაცს დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც შსს-ს აცნობეს. დედის თქმით, პოლიციისგან გაიგო, რომ მის შვილს დაზიანებული ჰქონდა ფილტვები, თავის ქალა და ამოვარდნილი ჰქონდა ფეხი. მისივე თქმით, ცხედარს ფეხებზე ეტყობა კვალი, რაც აჩენს ეჭვს, რომ ის დაბმული იყო.
კლინიკა ბომონდში On.ge-ს განუცხადეს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო გარდაიცვალა.
ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, გოჩა ბაკურაძე მისი ცენტრის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. On.ge-სთან ის ამბობს, რომ მათ დაწესებულებაში პაციენტის ცემის შემთხვევა არ მომხდარა და რომ არც არასდროს ხდება. მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანამდე პაციენტს დაზიანებები ეტყობოდა, რაც სამედიცინო დოკუმენტაციაში მაშინვე დააფიქსირეს. ბაკურაძის მტკიცებით, ამას ესწრებოდა გარდაცვლილის მშობელი. დირექტორის განცხადებით, დედამ მაშინაც აღნიშნა, რომ მისი შვილი ალკოჰოლს ჭარბი რაოდენობით მოიხმარდა.
"რა მდგომარეობა უნდა შეექმნას ექიმს, რომ პაციენტი ცემოს? შეუარცხმყოფელია ასეთი კითხვა, ხომ არ სცემეს. ეს არის სრული დეზინფორმაცია და გამოძიება მალე გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს. დედა ამბობდა, როცა ნასვამია, ხან იატაკზე ვარდება, ხან რაზეო. სურათი, რომელიც გუშინ აჩვენეს, არცერთი არის ახალი დაზიანებები", — ამბობს გოჩა ბაკურაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით დაიწყო, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
კომენტარები