ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთში დარჩენილ ბოლო 2 საკონსულოსაც ხურავს ვლადივასტოკსა და ეკატერინბურგში. ამ გადაწყვეტილების შემდეგ აშშ-ს რუსეთში მხოლოდ ერთი დიპლომატიური წარმომადგენლობა დარჩება — საელჩო.

საერთაშორიო მედიის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე აცნობა კონგრესს ამის შესახებ.

AP-ის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა 10 დეკემბერს განუცხადა კონგრესს, რომ საკონსულოების დახურვას აპირებდა, თუმცა მაშინ ამან განსაკუთრებული ყურადღება ვერ მიიქცია. მათივე ინფორმაციით, ეს მოხდა 3 დღით ადრე მასიურ კიბერშეტევამდე, რომელშიც აშშ რუსეთს ადანაშაულებს.