რა უნდა ვიცოდეთ თბილისის წყალმომარაგების შესახებ
საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, სუფთა და სასმელად ვარგისიანი წყლის მომარაგების პრობლემა, მეტწილად, ყველგან აღმოფხვრილია. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ თუ თბილისი წყლის ხელმისაწვდომობას უჩიოდა, დღეს მოქალაქეებს აქვთ იმის ფუფუნება, რომ იგი დღის ნებისმიერ მონაკვეთში მოიხმარონ, რადგან მისი მიწოდება არა გრაფიკით, არამედ უწყვეტ რეჟიმში ხდება.
ამის ფონზე, სასმელ წყალთან დაკავშირებით, არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი, რომლის ცოდნაც დედაქალაქის თითოეული მაცხოვრებლისთვის აუცილებელია. მათ შორის, საიდან მარაგდება სასმელი წყლით თბილისის მოსახლეობა; სად და როგორ ხდება თბილისის სასმელი წყლის ხარისხის შემოწმება და კონტროლი; თბილისის რომელი რაიონები იდგნენ წყალმომარაგების პრობლემის წინაშე და რა თანხა იხარჯება წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად?
დედაქალაქს წყლით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ამარაგებს. სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრეთ კომპანიის გენერალურ დირექტორს, ირაკლი ბაბუხადიას, რომელმაც წყალომარაგებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დეტალები გაგვაცნო.
საიდან მარაგდება სასმელი წყლით თბილისის მოსახლეობა?
თბილისის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყლით კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს. დედაქალაქის წყალმომარაგების ძირითადი წყარო მდინარე არაგვი და მისი ფილტრატებია. თუმცა იმისთვის, რომ მოპოვებული წყალი სასმელად ვარგისი გახდეს და ონკანებამდე მივიტანოთ, რთული ტექნოლოგიური პროცესების გავლა და მრავალი ადამიანის შრომაა საჭირო.
ჩვენი კომპანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებს ფლობს, სადაც წყლის ხარისხის მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტად მიმდინარეობს. მაღალი ხარისხის სასმელი წყალი ყოველდღიურად 6 000 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელით 500 000 აბონენტზე ნაწილდება.
რა თანხა იხარჯება ყოველწლიურად თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის?
მდგრადი წყალმომარაგების სისტემის შენარჩუნება და გაუმჯობესება კომპანიის მხრიდან მუდმივად მოითხოვს ინვესტირებას. ბოლო სამ წელიწადში, წყალმომარაგების სისტემის განვითარების მიზნით, 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ.
წყალმომარაგების სისტემის განახლებისთვის სარეაბილიტაციო პროექტები თბილისის ყველა რაიონში ჩატარდა. მათ შორის, 400-ზე მეტ ქუჩაზე შეიცვალა 250 კმ წყალსადენის და წყალარინების ქსელი. ამის შედეგად კი, მილსადენებზე დაზიანებები და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული დისკომფორტი შემცირდა. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპანიის მომსახურების ხარისხიც.
არსებობს თბილისში ისეთი დასახლებები, რომლებსაც სასმელი წყალი ჯერ კიდევ არ მიეწოდებათ?
2018-2020 წლებში ისეთი პროექტი განვახორციელეთ, რომელსაც დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კერძოდ, ახალი მაგისტრალური ქსელები მოეწყო ისეთ დასახლებებში, სადაც მაცხოვრებლებს მუდმივი წყალმომარაგება და გამართული ქსელი არასოდეს ჰქონდათ. ეს არის თბილისის ზედა ზონები: ტაბახმელა, კოჯორი, შინდისი, კვესეთი და ბეთანია.
რა არის კომპანიის სამომავლო გეგმა?
მომდევნო წლებში იგეგმება არაერთი მსხვილი პროექტი, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის თბილისის წყალმომარაგებას. მოსახლეობის მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით კი, კომპანია გააგრძელებს ქალაქის ყველა რაიონში სისტემების განვითარებაზე ზრუნვას და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები