თურქეთში კლინიკაში ხანძარს 8 კოვიდინფიცირებული პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი სააგენტოს, Anadolu-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები 56-დან 85 წლამდე პაციენტები იყვნენ.

როგორც DW წერს, გაზიანთეპის პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზი ჟანგბადის ვენტილიატორის აფეთქება გახდა. მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა და კლინიკაში მყოფი სხვა კოვიდპაციენტები ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.