საკონსტიტუციომ გააუქმა ნორმა, რომელიც დაზარალებულს არ აძლევდა საშუალებას, საქმის მასალები ასლის სახით მიეღო
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ის ნაწილი, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავდა დაზარალებულის შესაძლებლობას, მიეღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაცნობოდა მასალებს ასლის სახით. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონსტანტინე გამსახურდიას სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ ზვიად გამსახურდიას საქმეზე.
აქამდე დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების შესწავლა პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლო და კოდექსი არ ითვალისწინებდა მასალის ასლების გადაცემის შესაძლებლობას. მოსარჩლე განმარტავდა, რომ სისხლის სამართლის მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა ყოველთვის საკმარისი არ იყო საქმის მასალების სიღრმისეულად და სრულყოფილად გაცნობისათვის.
"სადავო ნორმა ადამიანის უფლებას, გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, გამოძიების დაცვის მოტივით, ზღუდავს იმაზე მეტი ინტენსივობითა და მოცულობით, ვიდრე ეს აუცილებელია გამოძიების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამდენად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას, მიიღოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები, ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნას, არათანაზომიერია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებას", — წერია საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაში.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ ეს გაუმარტივებს დაზარალებულს ან მისი უფლებამონაცვლეს მასალების გაცნობის პროცესს და მნიშვნელოვანია ყველასთვის.
"დღეიდან დაზარალებულებს შეუძლიათ, რომ საქმის მასალები მთლიანად ასლის სახით მიიღონ და ადვოკატებთან ერთად გაენცონ სრულფასოვნად და მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. ძირითადი პრობლემა, რაც უკავშირდებოდა დაზარალებულების მხრიდან პროკურატურის მიმართ უნდობლობას, ეს იყო ინფორმაციის ნაკლებობა", — განაცხადა რუსთავი 2-თან გამსახურდიას ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა.
გადაწყვეტილება ძალაში შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. ის საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები