საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის ლელოსა, ევროპულ საქართველოსთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების პროცესშია, რის მიზანიც ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევაა.

"მე ვარ კონსულტაციებში ლელოსა და ევროპულ საქართველოსთან, სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთ საკითხთან დაკავშირებით — როგორ იქნას მიღწეული ახალი საპარლამენტო არჩევნები, როგორ არ დაზარალდეს დემოკრატია და როგორ ჩემი სამშობლო არ დაუბრუნდეს საქართველოს მაგივრად საქართველო სსრ არ გახდეს ისევ. ამასთან დაკავშირებით ვარ კონსულტაციებში", — განაცხადა მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

ექსპრეზიდენტის თქმით, კონსულტაციების დროს რაიმე პოლიტიკურ გაერთიანებაზე საუბარი არ ყოფილა და ჯერჯერობით არც მოიაზრება.