ნანატრი თამაში — Cyberpunk 2077 საბოლოოდ გამოვიდა, მოთამაშეები, მსოფლიოს მაშტაბით, მოუთმენლად ელოდნენ CD Projekt Red-ის 8 წლიანი შრომის შედეგს, მაგრამ სამწუხაროდ, გახარებული გეიმერების და გამდიდრებული კომპანიის ნაცვლად, ატირებული მოთამაშეები და მათ მიერ თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა მივიღეთ. კომპანიამ 8 წლიანი ლოდინის რეჟიმით, გეიმერებში თამაშის გამოსვლის მოუთმენელი სურვილი დანერგა და ამით მარკეტინგულ ნაწილზე შესანიშნავად იზრუნა, მაგრამ დისტოპიური მომავალის ამსახველი თამაშის რელიზის დღიდან 1 კვირაში, ოფიციალური ბოდიშის მოხდაც კი დასჭირდა CD Projekt Red-ს.

სანამ თამაშის ხარვეზებზე გავამახვილებდეთ ყურადღებას, შეუძლებელია თამაშის არაჩვეულებრივ სიუჟეტზე არ ვთქვათ ორიოდე სიტყვა, რომელის სიუჟეტური ხაზის, ჩვენ სამყაროსთან მიმსგავსებაც საკმაოდ რთულია.

თამაში ასახულია ღამის ქალაქის მწვავე სურათი, გამოგონილი და ექსპანსიური მეტროპოლიის, რომელიც ხარბი მეგაკორპორაციებით, არალეგალური კიბერნეტიკული დამხმარე საშუალებებითა და უამრავი ძალადობით არის გაჟღენთილი.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თამაში ემყარება Dungeons and Dragons-ის სამაგიდო თამაშების სერიას, რომელიც თარიღდება 1980-იანი წლებით. თამაშის შემქმნელი და დიზაინერი მაიკ პონდსმიტი, გვთავაზობს საკუთარ ანალიზს CYBERPUNK-ის შესახებ.

ეს დისტოპიური მომავალი, პონდსმიტის აზრით, მხოლოდ გარემოს საშიშ სურათს არ ქმნის. "რაღაც მომენტში, თქვენ შეხედავთ თქვენი პერსონაჟის ხელებს და იტყვით, "ვაჰ, ჩემი ხელები ლითონისფრად მოჩანს იდაყვამდე?" ეს რაღაც საშინელებაა".

"თამაშები ითვალისწინებს გაფრთხილებას, შესაძლო დისტოპიური მომავლის მოახლოებისა და არა მისწრაფებას მსგავსი მომავლისკენ", — განაცხადა პონდსმიტმა BBC-სთან.

Tesla–ს აღმასრულებელმა დირექტორმა და კიბერპანკის ჟანრის ენთუზიასტმა, ილონ მასკმა ამ თემის განხილვაში მონაწილეობა მიიღო და თქვა რომ — "საკმაოდ კარგი ჩანს. მე ნომადი ავირჩიე, ასე რომ, დაწყებამ ცოტა ნელა ჩაიარა, მაგრამ სწრაფად გაგრძელდა. როგორც ჩანს, თითქმის ყველა Steam-ზე ამ კვირის ბოლოს თამაშობდნენ Cyberpunk-ს!"

CYBERPUNK-ის Twitter-ის ანგარიშზე, გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში, მასკმა კომპანიას უპასუხა Reddit–ის სქრინით, რომელშიც ანონიმური იმედგაცრუებული მოთამაშის უკიდურესი უარყოფითი შეფასება იყო გამოვლენილი.

"იმისათვის, რომ ეს თამაში მეთამაშა 1 კვირა შევისვენე სამსახურში, მაგრამ სწრაფადვე მივხვდი რომ ეს არ არის თამაში, რომელზეც რვა წლის განმავლობაში ყოველდღე ვფიქრობდი, ტირილით დავიძინე და ვერაფერი მოვიმოქმედე. მაშინვე ტირილს ვიწყებ, როცა თამაშზე ვფიქრობ და არც მაქვს სურვილი შევეხო ჩემს PS4-ს", — წერს იმედგაცრუებული გეიმერი.

მოთამაშეებმა აღმოაჩინეს, რომ Cyberpunk 2077, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირაა რაც გამოვიდა და რომელზეც მრავალი წელია მუშაობენ, შეცდომებით არის სავსე, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ხსნებული შეცდომების ნაწილისთვის თავი ამ სტატიაში მოგვეყარა.

კანისა და ძვლების გარეშე

მშვენიერია როდესაც პერსონაჟს კანის, ძველბის გარეშე ხედავ, მაგრამ მთავარი — თვალები და 32 კბილი ადგილზეა.

ფოტო: Twitter GeezaClause

გაჭყლეტილი გეიმერი

გეიმერი პრეტენზიას არ გამოთქვამდა უბრალოდ რომ ამოტრიალებულიყო, მაგრამ მოტოციკლი ჯერ პერსონაჟს დაეცა და გაჭყლიტა, შემდეგ ბეტონქვეშ მოაქცია.

ფოტო: Twitter Peropino

CYBERPUNK 3077

აქ სიტყვებია ზედმეტია, ეს მოთამაშე მისივე თქმით პირდაპირ CYBERPUNK 3077-ში აღმოჩნდა.

ამ მოთამაშეს ჰალკმა მანქანა ესროლა

CYBERPUNK დისტოპიური მომავლის ამღწერი თამაშია, გეიმერებმა დანმდვილებით იციან რომ მასში ჰალკის მსგავსი სუპერგმირებს არ წააწყდებიან, მაგრამ ამ მოთამაშეს ნამდვილად ჰალკმა ესროლა მანქანა.

როგორ უნდა მართო მანქანა?

როდესაც მანქანას მართავ და შენი პერსონაჟი მსგავს ფორმაში გხვდება, რას მოიმოქმედებდი? გააგრძელებდი ავტომობილის მართავს? თუ სამუდამოდ წაშლიდი CYBERPUNK-ს?

ფოტო: Twitter CyberManLives

პირველი გასეირნება ქალაქში

როგორც ვიდეოში ხედავთ, CYBERPUNK-ში ავტომობილით გადაადგილებისას კარგი დაკვირვება გმართემბთ, რადგან შესაძლოა, მოულოდნელად მანქანა დაგეცეთ.

ტროტუარიდან, შენობის სახურავზე

წარმოიდგინეთ, რომ დააპირეთ მანქანის მოპარვა, მოულოდნელად ტროტუარიდან, შენოობის სახურავზე აღმოჩნდით... ნამდვილად მოისურვებთ, რომ თამაშში გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნონ.

როცა პერსონაჟი მოულოდნელად ქრება და ჩნდება

თავად გეიმერისთვის ეს პირველი ხარვეზი იყო — NPC პლეერი მოულოდნელად უკონტროლო გახდა, გაქრა და კვლავ გაჩნდა.

ჩრდილებით თამაში

აქ შეხვდებით ჩრდილს, რომელიც პერსონაჟის სხეულთან თავსებადობაში ვერ მოდის. ჩრდილების პრობლემა ერთ-ერთი მთავარია იმ მრავალ პრობლემათაგან, რომელსაც CYBERPUNK-ში წააწყდებით.

საცობების დაძლევის არაჩვეულებრივი მეთოდი

მსგავსი ტიპის ხარვეზები ალბათ ყველაზე სასიამოვნოა გეიმერებისთვის, CYBERPUNK-ში ტრანსპორტით გადატვირთული გზების დაძლევაც მარტივად მოხერხდა.

როგორც უკვე ვთქვი, CYBERPUNK-ის შემქმნელებმა ზემოთ ჩამოთვლილი თუ სხვა მრავალი ხარვეზის გამო ბოდიში მოიხადეს და გეიმერებს ხარვეზების გამოსწორებას დაჰპირდნენ. მაგრამ ეს მომხმარებლის 8 წლის მანძილზე ნაგროვებ მოლოდინსა და იმედგაცრუებას ნაკლებად ცვლის. ისინი თამაშში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ და ეტაპობრივად, იბრუნებენ კიდეც.