დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოში Covid-19-სგან 35 წლის კაცი გარდაიცვალა. კლინიკაში On.ge-ს უთხრეს, რომ ახალგაზრდა კაცი გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. სხვა დამატებით დეტალებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობენ. მანამდე ის ქობულეთის ერთ-ერ კოვიდმიმღებ სასტუმროში მკურნალობდა.

გარდაცვლილი, გიორგი მიმინოშვილის ოჯახის წევრები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დაგვიანებულ მკურნალობაზე საუბრობენ. კოვიდმიმღებ სასტუმროში ოჯახის ბრალდებებს უარყოფენ.

"ორი დღე-ღამე 400-ზე მაღალი სიცხე ჰქონდა და ერთი ტაბლეტი წამალი მომცესო მითხრა, არ მიგდებს სიცხეს და ვეხვეწებიო ექიმებს მეორე დამიმატონო რამე. სათანადო ყურადღება რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი იქნებოდა", — ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი ფორმულასთან.

18 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა — 2 244, გარდაიცვალა 49 ადამიანი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 204 003-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 171 526-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 002 პირი ემსხვერპლა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: