წლები გადის, 2020 კი ბოლოდროინდელი ისტორიიდან ყველაზე ცუდია: გლობალური პანდემია, რომელმაც სიკვდილიანობისა და სამსახურის დაკარგვის ისტორიული დონეები განაპირობა; პოლიციის მხრიდან შავკანიანი ამერიკელების უწყვეტი დამცირება და მკვლელობა; აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და ტრამპის ადმინისტრაციის მოწყვეტილობა რეალობისგან — ერთი სიტყვით, ბევრი რამ მოხდა.

ტორონტოში არსებულმა სოციალური მეწარმეობის სააგენტო Public-მა გადაწყვიტა, ეს საშინელი წელი ისე გაეცილებინა, როგორც იმსახურებს, თანაც კარგი საქმისთვის: რათა გაზარდოს აშშ-ის მენტალური ჯანმრთელობის კოალიციისა და კანადის შავკანიანთა ჯანმრთელობის ალიანსის ცნობადობა და შემოწირულობები.

ვიდეო COVID-19-ს, სკოლების დაკეტვას, გაუქმებულ ქორწინებებს, ტუალეტის ქაღალდის მომმარაგებლებს, "All Lives Matter-ს", ბრეონა ტეილორის მკვლელებსა და წელს მომხდარ მრავალ სხვა უბედურებას მიმართავს და მთელი გულით ეუბნება — "გაა*ვი!"

Public-ის დამფუძნებელმა ფილიპ ჰაიდმა თქვა, რომ მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც წელს ბევრი ადამიანი დადგა, ოპტიმიზმისა და ბედნიერების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.

"და ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა ამაზეა დამოკიდებული. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კამპანია, რომელიც იმას გამოხატავდა, რასაც უამრავი ადამიანი გრძნობს და ფიქრობს, და ის მენტალური ჯანმრთელობის ორგანიზაციებისთვის თანხის აგროვებისკენ მიგვემართა. ორივე ორგანიზაცია შედეგების მისაღწევად კოლაბორაციულ, პარტნიორობაზე დამყარებულ მიდგომას ირჩევს — იმას, რაც უფრო და უფრო მეტად გვჭირდება ამ სამყაროში", — თქვა ჰაიდმა.