გიორგი რურუას ცემის საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

16 დეკემბერს რურუას ცემის საქმეზე გენერალურმა ინსპექციამ გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომელი დააკავა. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია. უწყების ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება.

2 ნოემბერს გიორგი რურუაზე ციხეში თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ფორმულას ეთერში გაავრცელა.