Sony ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ Cyberpunk 2077-ს PlayStation Store-იდან წაშლის. კომპანია ასეც მოიქცა — თამაში პლატფორმიდან წაშალა, უკმაყოფილო მომხმარებლებს კი სთავაზობს თანხის უკან დაბრუნებას. თუ გსურთ თანხის დაბრუნების პროცესი ახლავე დაიწყოთ, Sony გთავაზობთ, ეწვიოთ ამ საიტს, შეხვიდეთ თქვენს PlayStation ანგარიშზე და გააგზავნოთ მოთხოვნა თანხის უკან დაბრუნების შესახებ.

ხუთშაბათ საღამოსვე, Sony-მ თქვა, რომ თანხის დაბრუნების ვებგვერდზე ზოგიერთ მომხმარებელს პრობლემები აქვს. პრობლემის შექმნის შემთხვევაში, Sony მოგვიანებით, ხელახლა ცდისკენ მოგიწოდებთ.

მოთამაშეებმა აღმოაჩინეს, რომ Cyberpunk 2077, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირაა რაც გამოვიდა და რომელზეც მრავალი წელია მუშაობენ, შეცდომებით იყო სავსე. მიუხედავად იმისა, რომ თამაში კარგად გამოიყურება და კარგად მუშაობს PS5-ზე, მასში მრავალი პროგრამული თუ გრაფიკული შეცდომაა. PS4–ზე კი თამაში ბევრად ხარვეზიანია.

Sony–მ თამაში მას შემდეგ წაშალა, რაც Cyberpunk 2077 შემქნელმა კომპანია CD Projekt Red–მა განაცხადა, რომ PS4–ზე და Xbox One–ზე თამაშით უკმაყოფილო მრავალი გეიმერია და ისინი მოითხოვონ თანხის დაბრუნებას. Sony-ს თანხის დაბრუნების მკაცრი პოლიტიკის გამო, ბევრმა, ვინც იყიდა თამაშის ციფრული ვერსია PlayStation Store-დან, ვერ დაიბრუნა თანხა. ხოლო მოთამაშეებისთვის, რომლებმაც შეიძინეს თამაშის Xbox One ვერსია, Microsoft უფრო გულუხვი აღმოჩნდა, თანხის დაბრუნების პოლიტიკის კუთხით.

გაუგებარია, როდის იგეგმება Sony Cyberpunk 2077-ის დაბრუნება PlayStation Store-ში. კომპანიის შენიშვნაში ნათქვამია, რომ თამაში მიუწვდომელი იქნება მისი ციფრული ფორმატით "შემდგომ შეტყობინებამდე". ასევე, არ არის ცნობილი Microsoft გეგმები, ანუ არ ვიცით, ეს კომპანიაც ანალოგიურად მოიქცევა თუ არა და წაშლის თუ არა თამაშს საკუთარი ონლაინ მაღაზიიდან.

CD Projekt Red–მა მიიღო გადაწყვეტილება გამოუშვას Cyberpunk 2077–ის გაუმჯობესებული ვერსიები. კომპანიამ უკვე გამოუშვა თამაშის განახლება13 დეკემბრს, განცხადებაში სტუდიამ თქვა, რომ კიდევ ერთი განახლება "მომდევნო 7 დღის განმავლობაში გაკეთდება", ხოლო იანვრისა და თებერვლის თვეებში დაგეგმილია უფრო მნიშვნელოვანი განახლებებიც.