გასულ კვირას, 50 ახალი AR არსება დაემატა, Android-ისა და iOS-ის Google Search სისტემას. Google-მა ამჟამად შექმნა Grogu-ს, AR ვიზუალი, რომელსაც Mandalorian-ის მეორე სეზონამდე ვიცნობდით როგორც Baby Yoda, Grogu უკვე შეურთდა Google-ის 3D არსებების გრძელ სიას.

Google-ის განახლების შემდეგ, მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ პირდაპირ საკუთარ საძინებელში ან ოფისში, კოსმოსური ხომალდით სხვა სამყაროებში მოგზაურობის გარეშე, მოინახულონ Baby Yoda.

"Grogu", "Baby Yoda", "The Mandalorian" — ამ სიტყვებით ძებნა Google Search აპლიკაციაში, ცოდნის ჩვეული პანელის გარდა გაძლევთ ახალ შესაძლებლობას, თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს "3D ფორმატში ნახვა", რომლის საშუალებითაც გაფართოებულ რეალობაში გაეცნობით Baby Yoda-ს. ვიზუალიზაცია შემოიფარგლება მასშტაბის შემცირებითა და გაზრდით. მართალია Baby Yoda-ს Google-ისეული ვარიანტი მაღალი გრაფიკით არ გამოირჩევა, მაგრამ ის მაინც საყვარელი და განსხვავებულია. შეიძლება ეს თქვენთვის საკმარისიც აღმოჩნდეს.

ფოტო: The Verge

Google–ის მიერ, ბოლოს დამატებულ 50 ახალ ცხოველში მოხვდნენ ძაღლები, ზებრები და ჟირაფები. კომპანიამ, დროთა განმავლობაში, გაზარდა თავისი ციფრული მარაგი, მაგრამ Grogu, დინოზავრების შემდეგ ყველაზე ეგზოტიკური და ყველაზე მასშტაბურია. Grogu არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Google-მა Star Wars-სთან ითანამშრომლა. Google დისნეის დაეხმარა Mandalorian AR Experience აპლიკაციის განვითარებაში, მანამდე კი ექსკლუზიური AR სტიკერები შესთავაზა Pixel 2–ის მომხმარებლებს.

ასე რომ, თქვენ უკვე შეგიძლიათ ჩააინტეგრიროთ AR Grogu ნებისმიერ სივრცეში, რომელშიც ამ მომენტისთვის იმყოფებით. მას შემდეგ კი, რაც გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიის წყალობით, ეს პერსონაჟი "გამოგეცხადებათ", შეგიძლიათ მას სახელიც დაუძახოთ, რადგან მას სახელზე რეაგირებაც შეუძლია.