საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობამ ორგანზიაციის ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩია, რადგან ხმების კანდიდატებიდან ვერც ერთმა ხმების უმრავლესობა ვერ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ორგანიზაცია ავრცელებს. გამგეობის სხდომა გუშინ, 17 დეკემბერს ჩატარდა და სწორედ იქ განიხილებოდა ახალი თავმჯდომარის საკითხი.

"ასოციაციის წესდების თანახმად, გამგეობა, გადაწყვეტილებას თავმჯდომარის არჩევის შესახებ იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. გამომდინარე იქედან, რომ დასახელებული კანდიდატებიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო დამსწრეთა ხმების უმრავლესობა, გამგეობამ ამ სხდომაზე ვერ აირჩია ახალი თავმჯდომარე", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით გამგეობის შემდეგი სხდომა ასოციაციის წესდებით გათვალისწინებული წესით გაიმართება. ამჟამად, საიას თავმჯდომარე სულხან სალაძეა