დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ არ იცის მისი გამოჯანმრთელება რემდესივერის მიღების ეფექტი იყო თუ არა. ცერცვაძე განმარტავს, რომ თანმხლები დაავადებების გამო ის მაღალი რისკის ჯგუფში იყო და მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, რემდესივერის მიღებიდან მეორე დღეს კი ტემპერატურამ დაუწია და ინტოქსიკაცია შემცირდა.

"დაიწყო ცუდად, ტემპერატურით, ძლიერი ინტოქსიკაციით. მქონდა საშუალება და ყოველდღე ვაკონტროლებდით იმუნურ სისტემას და ყოველდღე უარესდებოდა და მეხუთე დღეს მიაღწია კრიტიკულ ზღვარს. [...]

მე მივიღე გადწყვეტილება, რომ გამეკეთებინა ეს მედიკამენტი [რემდესივირი], მაშინ საქართველოში არ იყო და გამომიგზავნეს უცხოეთიდანმ, დავიწყე კეთება. მე არ ვიცი ეს იყო დამთხვევა, თუ მედიკამენტის ეფექტი — მეორე დღიდან ტემპერატურამ დაიწია, ინტოქსიკაცია შემცირდა, რაც მთავარია იმუნიტეტმა დაიწყო გაუმჯობესება და ერთ კვირაში მიაღწია კოვიდამდელ შედეგს", — განაცხადა მან პირველი არხის ეთერში.

ცერცვაძის თქმით, რემდესივირის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ჰოსპიტალიზირებული პაციენტებისთვის და მათთვის, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებული.

დღეს, ჯანდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ, განაცხადა, რომ საქართველოში უკვე ჩამოტანილია რემდესივირი. ტიკარაძე ამბობს, რომ პრეპარატს შესაბამის პაციენტებზე კლინიკური ჯგუფი გადაანაწილებს.

ტიკარაძემ 8 დეკემბერს განაცხადა, რომ პრეპარატი თვის ბოლომდე იქნებოდა ქვეყანაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ეს პრეპარატი ქვეყანაში 2 კვირაში შემოვიდოდა, თუმცა მანამდე ბევრად უფრო ადრე, ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე 5 მაისს ამბობდა, რომ პრეპარატი მაისის ბოლოს იქნებოდა ხელმისაწვდომი.

გაიგეთ მეტი: