ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში მენტალ ჰაბი უფასო ფსიქოთერაპიის კურსები კოვიდ ცენტრებში დასაქმებული ექიმებისთვის, ექთნებისთვის და სანიტრებისთვის 6 თვეა მიმდინარეობს. ქვეყანაში არსებული მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ცენტრში თერაპევტების გადამზადებაზე ამ მიმართუელბით კიდევ უფრო მეტი დროითი რესურსის გამოყოფა იგეგმება.

"გასულ თვეებში დავინახეთ, რამდენად დიდია სამედიცინო პერსონალის საჭიროება, რომლებიც მთელი ეს პერიოდი პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ. ბოლო ორ თვეში გაზრდილი ინფიცირების შემთხვევები და კოვიდ ცენტრებში არსებული სტრესული მდგომარეობა პირდაპირ აისახა ჩვენთან მომართვიანობის ზრდის დინამიკაზე.

აღნიშნული პროგრამა საშუალებას გვაძლევს ხელი შევუწყოთ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ყოველდღიურად გვეხმარებიან ვირუსთან ბრძოლაში. ვინაიდან ჯერ არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს გასტანს პანდემია, აუცილებელია ვიზრუნოთ პირველ ხაზზე მებრძოლი ადამიანების ფიზიკური და ფსიქიკური რესურსების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე. ამ მიზნების მიღწევას ვცდილობთ ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიით, ფსიქოკონსულტაციებითა და ფსიქოგანათლებით. მენტალ ჰაბის მულტიპროფილური გუნდი, რომელიც შედგება ფსიქოთერაპევტების, ფსიქიატრების და ჯანდაცვის მენეჯერებისგან, მზად არის იმუშაოს დისტანციურადაც", — აცხადებს მენტალ ჰაბის დამფუძნებელი და დირექტორი აკაკი ბურკაძე.

6 თვის განმავლობაში ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსებით 20-მდე ექიმმა ისარგებლა. დამატებითი რესურსის საშუალებით "ექიმების მხარდაჭერის" პროგრამაში 100-მდე ექიმის ჩართვა გახდება შესაძლებელი.

ექიმების მხარდაჭერის პროგრამა ევროპაბეთის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებისა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკის ნაწილია. ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ღირებულების — პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას 2019 წლის ბოლოდან ცდილობს.

"მენტალ ჰაბთან პარტნიორობა ჩვენთვის პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკის ნაწილია, რაც თავის მხრივ სამ მიმართულებას მოიცავს: პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. ფსიქოთერაპიის უფასო კურსები ლუდომანებისთვის ჩვენი დაფინანსებით თითქმის 1 წელია შეუფერხებლად მიმდინარეობს.

როცა პროექტში მენტალ ჰაბის სახით ახალ პარტნიორს ვამატებდით, ნათლად დავინახეთ, რომ პანდემიის პარალელურად სამედიცინო პერსონალისთვის ასეთი სახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნებოდა.

მომართვიანობის გაზრდის შემთხვევაში, მზად ვართ, კიდევ გამოვყოთ დამატებითი ფინანსური რესურსი ამისთვის იმ დრომდე, სანამ ამის საჭიროება იქნება", — ამბობს ლაშა გოგუა, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი.

მენტალ ჰაბში ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის უფასო კურსის გასავლელად დარეკეთ ნომერზე: 0322 05 19 11

ევროპაბეთმა პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა 2019 წლის დეკემბერში წარადგინა. პირველი მასშტაბური ნაბიჯი კომპანიის მხრიდან რეკლამის თვითრეგულირება გახდა — კომპანიამ გარეთ განთავსებული ყველა ბანერი ჩამოხსნა და მედიაში საკუთარი კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო, ცოტა ხანში კი ინოვაციური ტექნოლოგია — "დროის კონტროლი" დანერგა.

დაზოგილი თანხა ევროპაბეთს საშუალებას აძლევს ბიუჯეტი სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებს მოახმაროს. ვებგვერდზე responsible.ge დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ტექნოლოგია თუ მეთოდი, რომლითაც ევროპაბეთის მომხმარებლები სარგებლობენ.