ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი ჯარჯი აქიმიძე და კახა კოჟორიძე იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს პასუხობენ და აცხადებენ, რომ რუსთავი 2 არა მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს, არამედ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა, რომელიც 2004 წელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების უშუალო მონაწილე და იმდროინდელი ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი იყო. რუსთავი 2-ის დამფუძნებლების თქმით, ხალვაშისთვის რუსთავი 2-ის გადაცემა სამართლიანობის არათუ აღდგენა, არამედ გაუკუღმართებული შეხედულებაა სამართლიანობაზე.

"როგორც ცნობილია, 2019 წელს ჩვენ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში და მოვითხოვეთ რუსთავი 2-ის 60% წილის დაბრუნება. გვსურს ვაცნობოთ დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ ჩვენს სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე არცერთი პროცესი არ ჩატარებულა და არც ის არის ცნობილი, თუ როდის იქნება პირველი სხდომა. შედარებისთვის უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც ქართულ ოცნებას, ქალბატონი თეას სიტყვებით რომ ვთქვათ, "არ ეძინა, ქიბარ ხალვაშის 2015 წელს შეტანილ სარჩელზე საქალაქო სასამართლომ ზუსტად 3 თვეში ჩაატარა არაერთი სხდომა და მიიღო ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილება", — აცხადებენ ისინი.

დვალისა და აქიმიძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ერთი და იმავე სასამართლოს განსხვავებული მიდგომა ქვეყანაში არსებულ უსამართლობასა და შერჩევით სამართალს უსვამს ხაზს.

"ხელისუფლების ინტერესი ხალვაშის სარჩელის შემთხვევაში იყო დავის სწრაფად განხილვა და ასეც მოხდა: დაახლოებით წელიწად-ნახევარში სასამართლოს სამივე ინსტანციამ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ჩათვლით, მიიღო გადაწყვეტილება. ეს იყო რეკორდულად სწრაფი დრო ქართული სასამართლოს ისტორიაში, რასაც ანალოგი არ მოეპოვება. ჩვენი სარჩელის შემთხვევაში კი ხელისუფლების ინტერესია პროცესის გაჭიანურება და შედეგად დღემდე არცერთი სხდომა არ ჩატარებულა", — აცხადებენ ისინი.

დამფუძნებლების განცხადებით, ხელისუფლების ინტერესი სარჩელის შემთვევაში დავის სწრაფად განხილვა იყო.

"დაახლოებით წელიწად-ნახევარში სასამართლოს სამივე ინსტანციამ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ჩათვლით, მიიღო გადაწყვეტილება. ეს იყო რეკორდულად სწრაფი დრო ქართული სასამართლოს ისტორიაში, რასაც ანალოგი არ მოეპოვება. ჩვენი სარჩელის შემთხვევაში კი ხელისუფლების ინტერესია პროცესის გაჭიანურება და შედეგად დღემდე არცერთი სხდომა არ ჩატარებულა", — აცხადებენ დვალი და აქიმიძე.

მათი თქმით, ელოდებიან თუ როდის დაიწყებს სასამართლო მათი სარჩელის განხილვას.

ქართული ოცნების დეპუტატმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ რუსთავი 2-ისგან სამართლიანობის სადარაჯოზე დგომის მოლოდინი აქვს — მან ჟურნალისტს უთხრა, რომ არხის დაბრუნებაში დიდი წვლილი აქვს.