ზურგის გაუსაძლისი ტკივილიც COVID-19-ის სიმპტომია — ელენ დეჯენერესი
ელენ დეჯენერესი, რომელსაც 1 კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, იმ მთავარ სიმპტომზე საუბრობს, რომელიც გამოუვლინდა.
ოთხშაბათს, 62 წლის ტელეწამყვანმა ფანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა და აღნიშნა, რომ "100%-ით" კარგად გრძნობს თავს. დეჯენერესის თქმით, გამოცდილებამ ასწავლა, რომ გარდა რესპირატორული პრობლემებისა, ვირუსის სიმპტომი ზურგის ტკივილიც არის.
"კეთილი სურვილებისთვის მადლობა მინდოდა მეთქვა. 100%-ით კარგად ვგრძნობ თავს. ერთი რამ, რაც არავის უთქვამს ის არის, რომ ზურგის გაუსაძლისი ტკივილიც ვირუსის სიმპტომია. ვინ იფიქრებდა? რანაირად?" — ამბობს კომიკოსი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ელენ დეჯენერესმა ხუთშაბათს ტვიტერის საშუალებით განაცხადა, რომ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა:
"მინდა, ყველას გაცნობოთ, რომ კორონავირუსზე ჩემი ტესტირების პასუხი დადებითია. საბედნიეროდ, ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ. ყველას, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, უკვე შეატყობინეს, მე კი შესაბამის წესებს ვემორჩილები. ყველას შეგხვდებით დღესასწაულების შემდეგ. ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას გისურვებთ. სიყვარულით, ელენი".
The Ellen DeGeneres Show ზაფხულის სკანდალური შესვენების შემდეგ 21 სექტემბერს მე-18 სეზონით დაუბრუნდა ეკრანებს და ცოცხალი აუდიტორის გარეშე მიმდინარეობდა, სელებრითების ნაწილთან ინტერვიუ სტუდიაში იწერებოდა, ხოლო ნაწილთან დისტანციურად. მანამდე არსებობდა ცნობები, რომ 17-წლიანი ისტორიის გადაცემა, შესაძლოა, დახურულიყო, რადგან არაერთი ბრალდების შემდეგ, ცნობილი სატელევიზიო თოქშოუს წამყვანი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ყოფილი თანამშრომლები შოუს პროდიუსერებს სამსახურში ტოქსიკური გარემოს შექმნაში ადანაშაულებდნენ. მას შემდეგ, რაც შოუს მწარმოებელმა კომპანიამ საქმის შესწავლა დაიწყო, ელენმა ბოდიში მოიხადა, გადაცემის სამ პროდიუსერს კი სამსახურიდან წასვლა მოუწია.
შოუს მწარმოებელი კომპანიის, Telepictures-ის თქმით, შოუს ჩაწერა იანვარში განახლდება.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
კომენტარები